ფეხბურთი

21:54 | 3.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა დასასრულისკენ მიიწევს

გერმანიის ბუნდესლიგის 2013-2014 წლების საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება. ბოლოსწინა ტურის მატჩები ერთმანეთის პარალელურად დაიწყო და მეტ-ნაკლებად ლოგიკური შედეგებით დასრულდა.

ცხრილის ზედა სამეულში ყველაფერი თითქმის გარკვეულია. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, „ბაიერნთან“ და „დორტმუნდთან“ ერთად, უეფას ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში თამაშის უფლებას „ლევერკუზენიც“ გაიანაღდებს. რაც შეეხება სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილს, აქ ყველაფერი უკანასკნელ ტურში გადაწყდება.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ტრიუმფატორი „ბაიერნი“ „ჰამბურგს“ ეწვია და შინ 3 ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა. მიუნხენელებმა ტაიმი მარიო გიოტცეს გოლით მოიგეს - გერმანელმა არიენ რობენთან კედელი გაითამაშა და ზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმის დებიუტში, ტომას მიულერმა საჯარიმო მოედნიდან დაჰკრა და „ბაიერნს“ 2-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა. რამდენიმე წუთში, მიულერმა ასისტენტის როლი ითავა - გიოტცეს უპასა და დუბლი გააფორმებინა - 0:3. ორიოდ წუთში, ჰამბურგელებმა ჰაკან ჩალხანოღლუს გოლით ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ მორიგი გოლიც მალევე მიიღეს - ამჯერად, კლაუდიო პისარომ გამოიჩინა თავი და ტაბლოზე 1:4 დააფიქსირა.

უხვგოლიანი მატჩი შედგა გულშემატკივრებით გადაჭედილ „სიგნალ იდუნა პარკზე“, სადაც „დორტმუნდი“ „ჰოფენჰაიმს“ დაუხვდა. შეხვედრა მასპინძელთათვის უსიამოვნოდ დაიწყო - რობერტო ფირმინომ სტუმრები დააწინაურა და იურგენ კლოპის გუნდს საქმე გაურთულა. მართალია, სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია, მაგრამ დორტმუნდელები მაინც მოსაგებად იყვნენ განწყობილნი. 29-ე წუთზე, კევინ გროსკროიცმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. 5-წუთიან მონაკვეთში, გენრიკ მხითარიანისა და ლუკაშ პიშჩეკის ზუსტი დარტყმების წყალობით, დორტმუნდელები 2-ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ და მატჩის ბედიც მეტწილად გადაწყვიტეს.

მიუხედავად ამისა, „ჰოფენჰაიმმა“ გაიბრძოლა და მეორე ტაიმში ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხა - 3:2.

„ფრაიბურგთან“ საგარეო მატჩში იმარჯვა გელზენკირხენის „შალკემ“, რომელმაც მეტოქეს თითო ტაიმში თითო ბურთი გაუტანა. მე-13 წუთზე, „ხუმარები“ კან აიჰანის გოლით დაწინაურდნენ და ტაიმი მოიგეს, 65-ე წუთზე კი, კლას-იან ჰუნტელარმა მარცხენა ფეხით დაარტყა და მცირე რიკოშეტის წყალობით, ტაბლოზე თავისი გვარი ააციმციმა - 0:2.

ასეთივე ანგარიშით მოიგო ბრემენის „ვერდერმაც“ – „მუსიკოსებმა“ ბერლინის „ჰერტა“ დაამარცხეს. ბრემენელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა აარონ ჰანტმა ბერლინელებს დუბლი შეუსრულა და უქულოდ დატოვა. „ჰერტას“ შემადგენლობაში არ უთამაშია ლევან კობიაშვილს - ქართველი არც განაცხადში ყოფილა.

 

 

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 80645

დორტმუნდი - ჰოფენჰაიმი  3:2 (3:1)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი, პიშჩეკი, შაჰინი, გროსკროიცი, მხითარიანი (ჰოფმანი 81), იოიჩი, როისი (ობამეიანგი 76), ლევანდოვსკი (შიბერი 90).

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ჰოფენჰაიმი: გრალი, ბეკი, აბრაჰამი, ჯონსონი, ზიულე, პოლანსკი (გიაუ 61), რუდი, შტრობლი (ნაზარიო 85), ფირმინო, ელიუნუსი (სალიჰოვიჩი 54), ფოლანდი.

 წვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლი: 0:1 ფირმინო (5), 1:1 გროსკროიცი (29), 2:1 მხითარიანი (31), 3:1 პიშჩეკი (34), 3:2 ზიულე (66)

გაფრთხილება: პოლანსკი (32)

კარში დარტყმა: 17 (12) – 12 (6) ჯარიმა: 16 - 23 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 4 – 9

 

შტუტგარტი. „მერსედენს ბენც არენა“.

შტუტგარტი - ვოლფსბურგი 1:2 (0:1) 

შტუტგარტი: ულრაიხი, შვაბი (ბოკა 82), ნიდერმაიერი, საკაი, რიუდიგერი, გენტნერი, ტრაორე, დიდავი (მაქსიმი 59), გრუესო, ჰარნიკი, კაკაუ (ვერნერი 75).

მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, პოლაკი, გუსტავო, პერიშიჩი (ვიეირინია 70), ტრეში, დე ბრეინე (მედოევიჩი 90), არნოლდი (კალიჯური 76), ოლიჩი.

 წვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლი: 0:1 დე ბრეინე (13), 1:1 გენტნერი (62), 1:2 ოლიჩი (90)

გაფრთხილება: მაქსიმი (82) - პოლაკი (46)

კარში დარტყმა: 6 (3) – 13 (6) ჯარიმა: 12 - 15 კუთხური: 2 - 5 თამაშგარე: 6 - 3 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 4 – 2

 

ნიურნბერგი. „გრუნდიგი“.

ნიურნბერგი - ჰანოვერი 0:2 (0:1)

ნიურნბერგი: შეფერი, პინოლა, ნილსონი, ჩენდლერი, პლატენჰარდტი, ბალიჩი, გლოუშეკი, კიოტაკე (პახონიკი 56), ფრანცი (შტარკი 68), პეკჰარტი (კოლაკი 71), დრმიჩი.

მწვრთნელი: როგერ პრინცენი

ჰანოვერი: ცილერი, პანდერი, შულცი, რაიტორალი, ავევორი, ანდრეასენი (დირსენი 86), ჰუსტი (პრიბი 78), შტინდლი, შმიდებახი, ბიტენკორტი, რუდნევი (სულეიმანი 88).

 წვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი

გოლი: 0:1 ჰუსტი (5), 0:2 შმიდებახი (51)

გაფრთხილება: ჩენდლერი (34), პინოლა (55), პლატენჰარდტი (57) - შმიდებახი (36)

კარში დარტყმა: 15 (13) – 14 (5) ჯარიმა: 15 - 18 კუთხური: 8 - 5 თამაშგარე: 10 - 0 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 3 – 13

 

ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 57000

ჰამბურგი - ბაიერნი 1:4 (0:1)

ჰამბურგი:  ადლერი, ვესტერმანი (ტა 76), მანსენი, დიკმაიერი (ჯონი 60), ტეშე, ვან დერ ვარტი (დემირბაი 68), ილიჩევიჩი, რინკონი, ბადელი, ირაჩეკი, ჩალხანოღლუ.

მწვრთნელი: მირკო სლომკა

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ხავი მარტინესი, ალაბა, კროოსი (ჰეიბერგი 68), შვაინშტაიგერი, მიულერი, რობენი (პისარო 73), გიოტცე.

 წვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლი: 0:1 გიოტცე (33), 0:2 მიულერი (55), 0:3 გიოტცე (70), 1:3 ჩალხანოღლუ (72), 1:4 პისარო (75)

გაფრთხილება: დემირბაი (86) - ხავი მარტინესი (64)

გაძევება: ბოატენგი (86)

კარში დარტყმა: 10 (6) – 18 (15) ჯარიმა: 15 - 9 კუთხური: 2 - 5 თამაშგარე: 6 - 4 ბურთის ფლობა: 36% - 64% სეივი: 11 – 5

 

ფრანკფურტი. „კომერცბანკ არენა“. 51000

აინტრახტი - ლევერკუზენი 0:2 (0:2)

აინტრახტი: ტრაპი, რუსი, სამბრანო (შვეგლერი 72), ოჩიპკა, იუნგი (ჩელოცი 82), კემპფი, მაიერი, აიგნერი, ლანიგი, შტენდერა (როზენტალი 46), ხოსელუ.

მწვრთნელი: არმინ ფე

ლევერკუზენი: ლენო, ბენიში, სპაჰიჩი, ტოპრაკი, დონატი, კასტრო (გუარდადო 90), ბენდერი, კანი, დერდიოკი, ჰიუნ-მინი (სემი 78), ბრანდტი (როლფესი 46).

 წვრთნელი: საშა ლევანდოვსკი

გოლი: 0:1 კასტრო (27), 0:2 კანი (36)

გაფრთხილება: სამბრანო (54), რუსი (67) - სპაჰიჩი (77)

კარში დარტყმა: 6 (5) – 21 (13) ჯარიმა: 18 - 13 კუთხური: 3 - 5 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 11 – 5

 

მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“. 54000

გლადბახი - მაინცი 3:1 (1:0)

გლადბახი: შტეგენი, შტრანცლი, დომინგესი, ნორდტვეიტი, იანჩკე, არანგო, რაფაელი (ჰრგოტა 90), კორბი (ბრაუვერსი 82), კრამერი (ჯაკა 82), კრუზე, ჰერმანი.

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

მაინცი: კარიუსი, ნოვესკი, პოსპეხი, ბუნგერტი (სალერი 82), დიასი, ბელი, სოტო, მორიცი (მალი 71), გეისი (ბაუმჰარტლინგერი 82), ოკაზაკი, ჩუპო-მოტინგი.

 წვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლი: 1:0 შტრანცლი (23), 2:0 კრუზე (54), 2:1 ჩუპო-მოტინგი (65), 3:1 კრამერი (77)

კარში დარტყმა: 7 (5) – 18 (12) ჯარიმა: 8 - 9 კუთხური: 3 - 6 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 47% - 53% სეივი: 11 – 2

 

ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 43000

ვერდერი - ჰერტა 2:0 (0:0)

ვერდერი: ვოლფი, პრედლი, სელასი, კალდიროლა, გარსია, ფრიცი, ჰანტი, ელია (პეტერსენი 81), იუნუზოვიჩი (მაკიადი 68), ბარგფრედე, სი სანტო (კროოსი 74).

მწვრთნელი: რობინ დუტი

ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, პეკარიკი, ვან დენ ბეგრი, ბრუკსი, რონი (მუკხტარი 61), ნჟენგი, ჰოსოგაი, შელბრედი, ალაგი (ბენ-ჰატირა 73), რამოსი (ვაგნერი 61).

 წვრთნელი: იოს ლუჰუკაი

გოლი: 1:0 ჰანტი (48), 2:0 ჰანტი (90)

გაფრთხილება: დი სანტო (4), გარსია (61), ელია (67) - ბრუკსი (55)

კარში დარტყმა: 12 (6) – 11 (4) ჯარიმა: 21 - 18 კუთხური: 5 - 11 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 47% - 53% სეივი: 4 – 4

 

ფრაიბურგი. „მაგე სოლარი“. 24000

ფრაიბურგი - შალკე 0:2 (0:1)

ფრაიბურგი: ბაუმანი, კრმაში, სორგი, გიუნტერი, გუედე (ტერაცინო 67), გინტერი, შუსტერი, შმიდი (კერკი 46), დარიდა, კლაუსი, მეჰმედი.

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

შალკე: ფერმანი, ჰოგლანდი, სანტანა, მატიპი, აიჰანი (ჰეგერი 46), ბოატენგი, ნოიშტედტერი, დრაქსლერი (ობასი 88), გორეცკა, მეიერი (კირჰგოფი 78), ჰუნტელარი.

 წვრთნელი: იენს კელერი

გოლი: 0:1 აიჰანი (13), 0:2 ჰუნტელარი (65)

გაფრთხილება: გუედე (17), შუსტერი (70) - აიჰანი (23), ჰუნტელარი (66), სანტანა (68)

გაძევება: სანტანა (73)

კარში დარტყმა: 10 (5) – 26 (14) ჯარიმა: 13 - 13 კუთხური: 3 - 5 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 12 – 5

 

ბრაუნშვაიგი. „აინტრახტ შტადიონი“. 23000

ბრაუნშვაიგი - აუგსბურგი 0:1 (0:0)

ბრაუნშვაიგი: დაფარი, რაიხელი, კესელი, ბიჩაკჩიჩი, ჰოკსჰაიდტი (ადემი 60), კრატცი (პფიცნერი 66), ბოლანდი, კორეია, ბელარაბი (ჰელეფი 88), კუმბელა, ნილსენი.

მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

აუგსბურგი: ჰიცი, კალსენ-ბრაკერი, ვერჰაგი, კლავანი, ოსტრცოლეკი, ვერნერი (ჰანი 55), ბაიერი, კორი (ბობადილია 80), ალტინტოპი, მიოლდერსი (დონ-ვონი 61), ეშვაინი.

 წვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

გოლი: 0:1 ბობადილია (90)

გაფრთხილება: კრატცი (36), კესელი (79) - კორი (48), ბობადილია (90)

კარში დარტყმა: 17 (9) – 24 (11) ჯარიმა: 22 - 21 კუთხური: 7 - 9 თამაშგარე: 3 - 4 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 10 – 9

0.139697