ფეხბურთი

3:11 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა აგვისტომდე დაგვემშვიდობა

გერმანიის ბუნდესლიგის უკანასკნელი ტურის მატჩები ერთმანეთის პარალელურად დაიწყო. ბუნდესლიგური სეზონის დასასრული ოდნავ სევდიანი გამოდგა - ბერლინის „ჰერტას“ ქართველი ლეგიონერი ლევან კობიაშვილი ფეხბურთს დაემშვიდობა, „დორტმუნდის“ ვარსკვლავმა რობერტ ლევანდოვსკიმ კი, იურგენ კლოპის გუნდში თავისი უკანასკნელი მატჩი დუბლით დააგვირგვინა. მოგეხსენებათ, მომდევნო სეზონიდან, პოლონელი მიუნხენის „ბაიერნის“ ღირსებას დაიცავს. აღსანიშნავია, რომ სეზონის დასკვნით ტურში, არცერთი ფრე დაფიქსირებულა.

პეპ გვარდიოლას დამოძღვრილმა „რეკორდმაისტერმა“ ვერცხლის სინი მარტშივე გაინაღდა, მაგრამ მცირე ჩავარდნის შემდეგ, ბუნდესლიგაში მოგებები მაინც დაიწყო. უკანასკნელ ტურში, ჩემპიონებმა „შტუტგარტს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. მატჩის უკანასკნელ წუთებში, საჯარიმოს მისადომებიდან, „ბაიერნის“ ვეტერანმა ფორვარდმა კლაუდი პისარომ ძლიერად დაარტყა და თავის გუნდს სეზონი გამარჯვებით დაასრულებინა. მატჩის შემდეგ, მიუნხენელებმა კუთვნილი ვერცხლის სინი ჩაიბარეს და გვარიანადაც მოილხინეს.

სეზონი წარუმატებლად დასრულდა „ჰერტასთვის“, რომელიც ბერლინში „დორტმუნდთან“ განადგურდა. პირველი ტაიმის მიწურულს, რობერტ ლევანდოვსკიმ და მილოშ იოიჩმა თითო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი მეტწილად გადაწყვიტეს. 81-ე წუთზე, ლევანდოვსკიმ საჯარიმო დარტყმა იდეალურად შეასრულა და ანგარიში 0:3 გახადა. მატჩში წერტილი გენრიხ მხითარიანმა დასვა - სომეხი ობამეიანგის პასს გამოეხმაურა და ბერლინელთა განადგურებაში თავისი წვლილი შეიტანა.

„ლევერკუზენმა“ ბრემენის „ვერდერს“ „ბაი არენაზე“ უმასპინძლა და შინ უქულოდ გაისტუმრა. არადა, „მუსიკოსებმა“ მატჩი კარგად დაიწყეს - გებრე სელასიმ ბრემენელები დააწინაურა და მასპინძლები საგონებელში ჩააგდო. „ლევერკუზენს“ წონასწორობის აღსადგენად 10 წუთზე ოდნავ მეტი დასჭირდა - ომერ ტოპრაკის ზუსტი დარტყმის შემდეგ, ტაბლოზე 1:1 დაფიქსირდა. „ფარმაცევტებს“ 3 ქულა კორეელი სონ ჰიუნ-მინის ზუსტმა დარტყმამ მოუტანა - 2:1.

 

 

მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000

ბაიერნი - შტუტგარტი 1:0 (0:0) 

გოლი: 1:0 პისარო (90)

გაფრთხილება: კროოსი (22), დანტე (68) - ბოკა (21), დიდავი (75)

კარში დარტყმა: 24 (16) – 8 (4) ჯარიმა: 13 - 15 კუთხური: 12 - 2 თამაშგარე: 3 - 4 ბურთის ფლობა: 66% - 34% სეივი: 4 – 15

 

ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 30000

ლევერკუზენი - ვერდერი 2:1 (1:1) 

გოლი: 0:1 სელასი (21), 1:1 ტოპრაკი (33), 2:1 ჰიუნ-მინი (53)

გაფრთხილება: კასტრო (11), სპაჰიჩი (29)

კარში დარტყმა: 14 (8) – 8 (5) ჯარიმა: 18 - 9 კუთხური: 8 - 4 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 4 – 6

 

ვოლფსბურგი. „გლადბახი“. 30000

ვოლფსბურგი - გლადბახი 3:1 (1:0) 

გოლი: 1:0 დე ბრეინე (30), 1:1 კრამერი (64), 2:1 პერიშიჩი (68), 3:1 კნოხე (81)

გაფრთხილება: პერიშიჩი (7), ნალდო (49) - კრამერი (19), ნორდტვეიტი (37), შტრანცლი (67), იანჩკე (85)

კარში დარტყმა: 19 (14) – 13 (11) ჯარიმა: 11 - 14 კუთხური: 7 - 8 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 53% - 47% სეივი: 10 – 11

 

მაინცი. „კოფას არენა“. 34000

მაინცი - ჰამბურგი 3:2 (1:1)  

გოლი: 1:0 სოტო (8), 1:1 ლასოგა (12), 2:1 მალი (65), 3:1 ოკაზაკი (82), 3:2 ილიჩევიჩი (84)

კარში დარტყმა: 13 (6) – 20 (12) ჯარიმა: 14 - 13 კუთხური: 4 - 8 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 10 – 3

 

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“. 77000

ჰერტა - დორტმუნდი 0:4 (0:2) 

გოლი: 0:1 ლევანდოვსკი (41), 0:2 იოიჩი (44), 0:3 ლევანდოვსკი (81), 0:4 მხითარიანი (82)

გაფრთხილება: შულცი (69), ვაგნერი (85)

კარში დარტყმა: 10 (6) – 14 (9) ჯარიმა: 21 - 12 კუთხური: 9 - 0 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 44% - 56% სეივი: 5 – 6

 

გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“. 62000

შალკე - ნიურნბერგი 4:1 (2:0) 

გოლი: 1:0 მატიპი (6), 2:0 ნოიშტედტერი (45), 3:0 დრაქსლერი (75), 3:1 დრმიჩი (90), 4:1 ობასი (90)

გაფრთხილება: პახონიკი (30), ნილსონი (36), სტარკი (58), ფრანცი (67)

კარში დარტყმა: 22 (13) – 11 (7) ჯარიმა: 11 - 25 კუთხური: 7 - 3 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 6 – 9

 

ჰანოვერი. „ჰდი არენა“. 49000

ჰანოვერი - ფრაიბურგი 3:2 (1:0) 

გოლი: 1:0 ჰუსტი (45), 1:1 შმიდი (50), 2:1 რუდნევი (65), 2:2 ცულეჰნერი (78), 3:2 პრიბი (80)

გაფრთხილება: ბიტენკორტი (67) - დარიდა (45), გუედე (75)

კარში დარტყმა: 19 (11) – 12 (10) ჯარიმა: 19 - 11 კუთხური: 8 - 4 თამაშგარე: 2 - 5 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 8 – 8

 

ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარი“. 30000

ჰოფენჰაიმი - ბრაუნშვაიგი 3:1 (1:0) 

გოლი: 1:0 რუდი (15), 2:0 ფირმინო (64), 3:0 ფოლანდი (70), 3:1 ჰოკსჰაიდტი (88)

გაფრთხილება: პოლანსკი (3), შტრობლი (37), ფირმინო (64)

კარში დარტყმა: 16 (8) – 6 (3) ჯარიმა: 19 - 13 კუთხური: 5 - 2 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 2 – 5

 

აუგსბურგი. „სგლ არენა“. 30000

აუგსბურგი  - აინტრახტი 2:1 (1:1) 

გოლი: 0:1 ხოსელუ (15), 1:1 კლავანი (29), 2:1 ჰანი (80)

გაფრთხილება: შვეგლერი (35), ლანიგი (67)

კარში დარტყმა: 17 (13) – 7 (6) ჯარიმა: 12 - 14 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 5 – 11

0.196151