თბილისში სტუმრად იმყოფება ლიტველი საკალათბურთო მენეჯერი ვირგილის ბულოტასი, რომელიც სპორტის სასახლეში 5 აპრილს საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს დაესწრო.
“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ ბულოტასის მოწონება “სოხუმის” კაპიტანმა ირაკლი ჩლაიძემ და მისმა თანაგუნდელმა ბექა ბექაურმა დაიმსახურეს.