ჭადრაკი

15:47 | 18.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარული ტურნირი შვედმა მოიგო

ბულგარეთში ოქროს ქვიშებზე დასრულებულ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე გამარჯვება შვედმა ნილს გრანდელიუსმა (2544) მოიპოვა. სკანდინავიელმა მოჭადრაკემ 9 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო, არადა, რეიტინგის მიხედვით იგი მხოლოდ მე-19 გახლდათ.

გრანდელიუსმა 0.5 ქულით გაასწრო 4 მოჭადრაკისგან შემდგარ ჯგუფს, რომელთაგან დამატებითი მაჩვენებლებით, მეორე-მესამე ადგილები ჩეხმა ზბინეკ ჰრაჩეკმა (2625) და რუმინელმა ვლადისლავ ნევედიჩნიმ (2580) დაიკავეს.

ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი ზურაბ ჯავახაძემ (2450) აჩვენა, რომელმაც 5.5 ქულით 43-ე ადგილი დაისაკუთრა. ივერი ჭიღლაძე (2396) 5.0 ქულით 71-ე პოზიციაზე გავიდა, ხოლო თამაზ მგელაძე (2197) 4.5 ქულით 105-ე იყო.

ბულგარული ტურნირის საპრიზო ფონდი 40 ათასი ევრო გახლდათ, საიდანაც გამარჯვებულმა 6 ათასი მიიღო.

0.11421