გამოცდილი ჰოლანდიელი მცველი ხალიდ ბულარუზი სამშობლოში დაბრუნდა და “ფეიენორდში” ჩაირიცხა.
32 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც “ვალვაიკში”, “ჰამბურგში”, “ჩელსიში”, “სევილიაში”, “შტუგტარტსა” და ლისაბონის “სპორტინგში” უთამაშია, ბოლო სეზონი “ბრონდბიუში” გაატარა. დანიელებთან კონტრაქტი მას 1 ივლისს დაუმთავრდა და ფეხბურთელი “ფეიენორდს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ჰოლანდიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ბულარუზმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.