ფეხბურთი

20:30 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბულაჰრუზი “ბრონდბიუში” ჩაირიცხა

31 წლის ჰოლანდიელი მცველი ხალი ბულაჰრუზი კარიერას “ბრონდბიუში” განაგრძობს. ინფრმაცია დანიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბულაჰრუზმა, რომელიც 3 სექტემბრის შემდეგ უგუნდოდაა, “ბრონდბიუსთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. სათანადო ინტერესის არსებობის შემთხვევაში, თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.

სხვადასხვა დროს, ბულაჰრუზს “ვალვაიკში”, “ჰამბურგში”, “ჩელსიში”, “სევილიაში”, “შტუტგარტსა” და “სპორტინგში” უთამაშია.

0.123088