წელიწადის წინათ, ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი დონეცკის “შახტარში” გადასვლასთან იყო ძალზე ახლოს, მაგრამ საბოლოოდ, ვეტერანმა იტალიელმა სამშობლოში დარჩენა გადაწყვიტა. Tuttosport-ისთვის ახლა გახდა ცნობილი ის დეტალები, რაც გასული წლის ნოემბერში უცნობი იყო.
როგორც ირკვევა, ბუფონი თავის აგენტთან ერთად დონეცკში იმყოფებოდა, სადაც “შახტარის” ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს შეხვდა. უკრაინელები იტალიელს კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. ამის შემდეგ, ბუფონი წელიწადში 2 მილიონ ევროს მიიღებდა.
საბოლოოდ, “ჯიჯი” ტურინში დარჩა და “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2014-2015 წლების სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა.