ფეხბურთი

11:33 | 5.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი რეკორდის ზღვარზე

იტალიის ეროვნული გუნდისა და ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯიჯი ბუფონი, ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით რეკორდის ზღვარზეა.

თუ 35 წლის კარის დარაჯი 6 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ბულგარეთის წინააღმდეგ ითამაშებს, ეს მის კარიერაში 136-ე თამაში იქნება ნაკრების მაისურით და გაუტოლდება ფაბიო კანავაროს, რომელიც ჯერჯერობით იტალიის ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით ერთპიროვნული ლიდერია.

“თუ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ შესანიშნავი მიღწევა მექნება. იმის გათვალისწინებით, რომ ნაკრებში თამაში ადრეულ ასაკში დავიწყე, მსგავსი რეკორდის დამყარებას ველოდი. და მაინც, ამ დღის დადგომა სასიამოვნოა, რადგან ეროვნულ გუნდში 16 დიდებული წელიწადი გავატარე: დაწყებული პირველი გამოძახებიდან 1997 წელს და პირველი თამაშიდან 1998 წელს. ნებისმიერ შემთხვევაში, პრობლემა არაა თუ ნაკრებში არ გამოძახებენ, ან სათადარიგოთა სკამზე დავრჩები, რადგან უმთავრესი გუნდის გამარჯვებაა” - განუცხადა Goal-ს ბუფონმა.

0.108426