ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი დარწმუნებულია, რომ ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი პოლ პოგბა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. რამდენიმე დღის წინათ, ტურინელებთან კონტრაქტი არტურო ვიდალმა 2017 წლამდე გაახანგრძლივა და ვეტერან გოლკიპერს იმედი აქვს, რომ ფრანგიც მას მიბაძავს.
“არაერთი სარფიანი წინადადებების მიუხედავად, ვიდალმა “იუვენტუსში” დარჩენა გადაწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ძალზე სერიოზული პროექტი მზადდება. გამოდის, რომ ფეხბურთელებს “იუვენტუსის” მომავალი წარმატებების სჯერათ. ვფიქრობ, კონტრაქტს პოგბაც გაახანგრძლივებს. ალბათ, ეს რამდენიმე დღის საკითხია”, - განუცხადა ბუფონმა იტალიელ ჟურნალისტებს.
ცნობისათვის, პოგბას ტურინელებთან კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.