ჩერნოგორიის ქალაქ ბუდვაში მიმდინარე ევროპის ასაკობრივ საჭადრაკო ჩემპიონატზე წარმატებით განაგრძობენ ასპარეზობას ქართველი გოგონები.
ყველაზე პრესტიჟულ 18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის – 5 ქულით მეორე ადგილზეა ნატო იმნაძე, რომელსაც ნახევარი ქულით, მხოლოდ უძლიერესი ბელორუსი დიდოსტატი ნასტასია ზიაზულკინა უსწრებს. მეშვიდე ტურში ნატოს მეტოქე რუსი მარინა ბარაევა იქნება.
14 წლიან გოგონებში 5 ქულით მეორე ადგილზე თეა ჭოლაძე იმყოფება და ნახევარი ქულით ჩამორჩება აზერბაიჯანელ აიდან ხოიატოვას. მომდევნო ტურში ჭოლაძე თეთრებით ჩეხ ნელა პიჩოვას დაუპირისპირდება.
ჭაბუკებიდან ყველაზე კარგად 18-წლიან მოჭადრაკეებში მოასპარეზე ირაკლი ბერაძე თამაშობს. ბერაძესაც გოგონების მსგავსად 5 ქულა აქვს და I–VII ადგილებს ინაწილებს. შემდეგი შეხვედრა ჩვენებურს ესპანელ დავიდ სიმონ პარდოსთან მოუწევს.
ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:
ჭაბუკები:
8 წლამდე
13. დავით სიბაშვილი – 4 ქულა
23. ლევან დალბაშვილი – 4 ქულა
49. გიორგი ლომინაძე – 3
10 წლამდე
29. ნიკოლოზ კაჭარავა – 4
57. ნიკოლოზ კევლიშვილი – 3
75. აკაკი ღაჭავა – 2,5
12 წლამდე
43. ნიკოლოზ პეტრიაშვილი – 3,5;
71. ლუკა ობოლაძე – 2,5
98. მათე თოდაშვილი – 2
14 წლამდე
90. გიორგი თავზარაშვილი – 2
16 წლამდე
28. გიორგი სიბაშვილი – 3,5
32. ნიკოლოზ ქუმსიაშვილი – 3,5
18 წლამდე
6. ირაკლი ბერაძე – 5
35. ალექსანდრე ებრალიძე – 3
გოგონები
8 წლამდე
14. თამარ თასოშვილი – 4
18. ლილე გუმბერიძე – 3,5
22. დიანა ლომაია – 3
10 წლამდე
6. თამარ ესაძე – 4,5
12 წლამდე
12. ელენე კოსტავა – 4
43. სალომე სანიკიძე – 3
51. ლილე ქორიძე – 3
14 წლამდე
2. თეა ჭოლაძე – 5
56. ნინო ჯალაღონია – 2,5
16 წლამდე
30. მარიამ ჭოლაძე – 3
18 წლამდე
2. ნატო იმნაძე – 4,5
7. ანა კუჭავა – 4
16. ანა შამათავა – 3,5