ლვოვის "კარპატიმ" ამ ზაფხულს რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართა, თუმცა ბუბა დაუშვილს ერთხელაც არ უთამაშია. მიზეზი ისაა, რომ დაუშვილს მცირე ტრავმა ჰქონდა და ამის გამო ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. ბუბა მალე იქნება მწყობრში.
"კარპატის" ამ ზაფხულს მწვრთნელი შეეცვალა. ალექსანდ სევიდოვის ნაცვლად, სერბი იგორ იოვიჩევიჩი დაინიშნა.