დღეს გამთენიისას, ნბა-ს რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში ერთმანეთს ორი "ქართული" გუნდი დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ქართველ ლეგიონერთა დუელი ვერც ამჯერად ვიხილეთ, რადგან ზაზა ფაჩულიას აქილევსის მყესის ტრავმის გამო ზედიზედ მეოთხე მატჩის გამოტოვება მოუწია, თორნიკე შენგელიამ კი პარკეტზე სიმბოლური 2:38 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში ვერაფერი მოასწრო.
"ატლანტას" საკუთარ მოედანზე ზედიზედ რვაჯერ ყავდა "ნეთსი" დამარცხებული, თუმცა ამჯერად პი ჯეი კარლესიმოს დამოძღვრილმა გუნდმა იმძლავრა და გუნდური კალათბურთის დემონსტრირების ხარჯზე მასპინძლები 13-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 93:80.
შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და პირველი მეოთხედის შემდეგ ფრე დაფიქსირდა - 23:23. მეორე პერიოდიდან მატჩში მეორე ხუთეულის კალათბურთელები ჩაერთვნენ, სადაც "ბრუკლინის" უპირატესობა აშკარად გამოიკვეთა. სი ჯეი უოთსონმა, მირზა ტელეტოვიჩმა და კეიტ ბოგანსმა რამდენიმეჯერ შესანიშნავად შეაფასეს სიტუაცია, მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდეს და დიდ შესვენებაზე "ნეთსი" 14-ქულიანი ჰანდიკაპით (51:37) გავიდა.
სრულიად ჩააგდო შეხვედრა "ატლანტას" ძირითადმა გამთამაშებელმა ჯეფ ტიგმა, რომელმაც თამაშიდან ცხრიდან მხოლოდ 2 ბურთი მოათავსა კალათში. თითქოს, მასპინძლებს წინა ხაზში უნდა მოეპოვებინათ უპირატესობა, მაგრამ ჯოშ სმიტი (12ქულა+6მოხსნა) ამჯერადაც ძალიან უფერული იყო. სამაგიეროდ, სტუმართა ცენტრალურმა თავდამსხმელებმა ბრუკ ლოპესმა და ანდრე ბლაჩმა განკითხვის დღე მოაწყვეს სამწამიან ზონაში და ორივე მათგანმა 18-18 ქულა ჩაიწერა საკუთარ ანგარიშზე. მაღალ დონეზე ითამაშა დერონ უილიამსმაც, რომელიც ძალიან კარგად აკონტროლებდა სათამაშო ტემპს და დროულად იღებდა ლიდერის ფუნქციას საკუთარ თავზე. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, "ბრუკლინი" უკანასკნელ 12 წუთს 19-ქულიანი უპირატესობით შეხვდა და შემდეგ აღარც გასჭირვებია მოპოვებული უპირატესობის წარმატებით შენარჩუნება.
მატჩისშემდგომ კომენტარებში ლარი დრიუმ აღნიშნა: "ფაჩულია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ეს დღევანდელ მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა,ზაზას არყოფნის გამო, მისი აგრესია ძალიან დაგვაკლდა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში".
დღევანდელი წარმატების შემდეგ, "ბრუკლინი 37 მოგებითა და 26 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო "ატლანტა"(34-28) მეშვიდე საფეხურამდე დადაბლდა.
"ნიუ იორკ ნიქსმა" არც ამჯერად დაიტყო თავისი ლიდერის კარმელო ენტონის არყოფნა და მის გარეშეც ძალიან იოლად დაამარცხა "კერკეტი კაკალი" "იუტა" - 113:84. განაცხადში არ გახლდათ არც ამარე სტადემაირი (მუხლის ტრავმის გამო სავარაუდოდ 6 კვირას გამოტოვებს). რეიმონდ ფელტონმა საკუთარ გუნდს 15 ქულა მოუტანა, სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა უკანახაზელებმა კი გადამწყვეტი სიტყვა თქვეს "ნიქსის" წარმატებაში. კვლავ ძალიან შედეგიანი გახლდათ ჯეი არ სმიტი (24 ქულ), სტივ ნოვაკმა შორი დისტანციებიდან 20 ქულა დააგროვა, თავი გამოიჩინეს კოუპლენდმა და კენიონ მარტინმაც. ჯამში მასპინძელთა მეორე ხუთეულის წევრებმა 75 ქულა ჩააგდეს, რამაც განაპირობა კიდეც მაიკ ვუდსონის გუნდის წარმატება.
ატლანტა - ბრუკლინი 80:93 (23:23, 14:28, 20:25, 23:17)
ატლანტა: ტიგი (7), ჰორფორდი (15+12მ), სმიტი (12+6მ), კორვერი (7), პეტრო (10); ჰარისი (6), ჯენკინსი (10), ჯონსონი (9), ჯონსი (2), სკოტი (2), მაკი (2)
ბრუკლინი: უილიამსი (17), ჯონსონი (8), ლოპესი (18), ევანსი (6), უოლესი (9); ბლაჩი (18), უოთსონი (7), ბოგანსი (6), ბრუქსი, ტელეტოვიჩი (3), ტეილორი (1), შენგელია
ნიუ იორკი - იუტა 113:84 (25:21, 30:17, 23:21, 35:25)
ნიუ იორკი: ტომასი (4), შამპერტი (10), ჩენდლერი (6), უაითი (3), ფელტონი (15); პრიჟიონი (7), კოუპლენდი (12), სმიტი (24), ნოვაკი (20), მარტინი (10), კიდი (2)
იუტა: მო უილიმსი (8), ფოი (6), ჯეფერსონი (7), ფეივორსი (4), კეროლი (3); მარვინ უილიამსი (7), ტინსლი (6), ბარქსი (14), ევანსი (3), მერფი (2), ქანთერი (11), ჰეიუორდი (13)
ვაშინგტონი - შარლოტი 104:87 (27:24, 32:18, 21:22, 24:23)
ვაშინგტონი: უოლი (13), ოკაფორი (6), ნენე (19), უებსტერი (20), ტემპლი (2); სერაფინი (9), უესლი (1), ბუკერი (4), არიზა (26), სინგლტონი, მაკი, პრაისი (4),
შარლოტი: უოკერი (29), ჰენდერსონი (17), ბიიომბო (2), მაკ რობერტსი (4), კიდ-გილკრისტი (2); ადრიენი (3), გორდონი (13), ტეილორი (3), ჰეივუდი (10), მალენსი (2), უილიამსი (2)
მემფისი - ნიუ ორლეანი 96:85 (25:19, 22:22, 31:19, 18:25)
მემფისი: კონლი (22), ალენი (14), გასოლი (10), დევისი (12), პრინსი (13); როტენი (2), პოინდექსტერი (13), დეი, ბეილისი (10)
ნიუ ორლეანი: გორდონი (11), ვასკესი (12), ლოპესი (3), დევისი (20+18მ), ამინუ (7); ანდერსონი (17), რობერტსი (9), მეისონი (2), სიმსი (4)
დენვერი - მინესოტა 111:88 (27:24, 23:25, 33:21, 28:18)
დენვერი: ლოუსონი (32), იგუოდალა (11), კუფოსი (8), ფარიდი (4), გალინარი (11); მილერი (8), ფურნიე (2), ბრიუერი (15), მაკგი (8), ჰემილტონი (5), ჩენდლერი (7)
მინესოტა: რიდნური (7), სტიმსმა (8), ჟელაბალი (19), რუბიო (11), უილიამსი (13); შვედი (5), კანინგემი (8), ბარეა (15), ჯონსონი (2)
ფინიქსი - ჰიუსტონი 107:105 (24:28, 26:18, 27:30, 30:29)
ფინიქსი: დრაგიჩი (18), ჯონსონი (5), სკოლა (6), მარკიფ მორისი (14), მარკუს მორისი (9); დადლი (22), ტაკერი (8), მარშალი (9), ჰადადი (6), ბისლი (10)
ჰიუსტონი: ლინი (11), ჰარდენი (38), აშიქი (4), მოტეიუნასი (8), პარსონსი (14); ბევერლი, გარსია (5), სმიტი (4), დელფინო (21)
გოლდენ სტეიტი - მილუოკი 93:103 (28:24, 20:23, 22:30, 23:26)
გოლდენ სტეიტი: კარი (16+10პ), ტომპსონი (18), ბოგატი (4), ლენდრი (18+10მ), ბარნსი (10); გრინი (9), ჯეკი (11), ეზელი (3), ჯეფერსონი (2), ბაზემოური (2), ტომასი
მილუოკი: ჯენინგსი (31+10პ), ელისი (26), სენდერსი (6), მბა ა მუტე (7), დანლივი (9); რედიკი (15), იუდო (5), დალემბერტი (4), ჰენსონი, სმიტი
დასავლეთ კონფერენცია
1. | სან ანტონიო | 63 | 48 | 3 | 3 | 15 | 6600:6059 | 0.762 | |
2. | ოკლაჰომა | 62 | 46 | 4 | 1 | 16 | 6631:6037 | 0.742 | |
3. | მემფისი | 61 | 42 | 3 | 1 | 19 | 5714:5453 | 0.689 | |
4. | კლიპერსი | 64 | 44 | 0 | 1 | 20 | 6445:6037 | 0.688 | |
5. | დენვერი | 64 | 42 | 3 | 1 | 22 | 6774:6490 | 0.656 | |
6. | გოლდენ სტეიტი | 64 | 35 | 2 | 2 | 29 | 6445:6489 | 0.547 | |
7. | ჰიუსტონი | 64 | 34 | 0 | 3 | 30 | 6836:6631 | 0.531 | |
8. | იუტა | 63 | 32 | 3 | 2 | 31 | 6193:6229 | 0.508 | |
9. | ლეიკერსი | 63 | 32 | 2 | 0 | 31 | 6469:6405 | 0.508 | |
10. | პორტლენდი | 61 | 29 | 5 | 1 | 32 | 5981:6088 | 0.475 | |
11. | დალასი | 61 | 28 | 1 | 8 | 33 | 6173:6260 | 0.459 | |
12. | მინესოტა | 59 | 21 | 1 | 1 | 38 | 5587:5774 | 0.356 | |
13. | ფინიქსი | 63 | 22 | 3 | 2 | 41 | 5963:6308 | 0.349 | |
14. | საკრამენტო | 64 | 22 | 0 | 4 | 42 | 6326:6718 | 0.344 | |
15. | ნიუ ორლეანი | 63 | 21 | 1 | 3 | 42 | 5944:6169 | 0.333 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | მაიამი | 60 | 46 | 5 | 1 | 14 | 6207:5775 | 0.767 | |
2. | ნიუ იორკი | 60 | 38 | 0 | 1 | 22 | 5999:5749 | 0.633 | |
3. | ინდიანა | 62 | 39 | 2 | 3 | 23 | 5833:5547 | 0.629 | |
4. | ბრუკლინი | 63 | 37 | 5 | 0 | 26 | 5986:5931 | 0.587 | |
5. | ჩიკაგო | 62 | 35 | 3 | 1 | 27 | 5732:5664 | 0.565 | |
6. | ბოსტონი | 61 | 34 | 7 | 4 | 27 | 5874:5848 | 0.557 | |
7. | ატლანტა | 62 | 34 | 4 | 1 | 28 | 6038:6003 | 0.548 | |
8. | მილუოკი | 60 | 31 | 3 | 2 | 29 | 5917:5965 | 0.517 | |
9. | ტორონტო | 63 | 24 | 2 | 7 | 39 | 6160:6246 | 0.381 | |
10. | ფილადელფია | 61 | 23 | 2 | 1 | 38 | 5624:5867 | 0.377 | |
11. | დეტროიტი | 64 | 23 | 0 | 3 | 41 | 6039:6255 | 0.359 | |
12. | კლივლენდი | 62 | 21 | 0 | 1 | 41 | 6053:6271 | 0.339 | |
13. | ვაშინგტონი | 61 | 20 | 0 | 5 | 41 | 5596:5800 | 0.328 | |
14. | ორლანდო | 63 | 17 | 0 | 3 | 46 | 5930:6336 | 0.270 | |
15. | შარლოტი | 63 | 13 | 3 | 1 | 50 | 5854:6519 | 0.206 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართლა მილანი წამოიყვანს...
არ გვინდა შავი ხალხი მილანში
ეგრე რა
წამო მილანში
მანჩესტერის ფეხბურთელები დამატყვნევინა ერთი რას მოვიფხანდი გულსსსს სირებიიიიიი
თავისუფალი აგენტი თუა ყველა ვხვდებით სადაც გადავა...
მილანის იგულისხმე ალბათ ხომ ?