კალათბურთი

12:20 | 21.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ბრუკლინის" წარმატებული სტარტი პლეი ოფში

 

"ნეთსი" როდესაც პლეი ოფს საკუთარ დარბაზში იწყებს, კლუბის არსებობის ისტორიაში, პირველ შეხვედრაში არასდროს დამარცხებულა. ეს ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. პი ჯეი კარლესიმოს დამოძღვრილმა "ბრუკლინმა", ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მიმდინარე სეზონში და “ჩიკაგოს", წარმატებაზე ფიქრის არანაირი შანსი არ დაუტოვა - 106:89.

მასპინძლებს ყველაფერი იდეალურად გამოსდიოდათ: მეტოქის კალათს თამაშიდან 55,8 % სიზუსტით უტევდნენ, დერონ უილიამსის და ბრუკ ლოპესის დომინაცია კი მთელს პარკეტზე ვრცელდებოდა. შეუდარებელნი იყვნენ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ტრადიციულად, შავ სამუშაოს უხვად ასრულებდნენ რეჯი ევანსი და ჯერალდ ვოლესი, ამ უკანასკნელმა შეტევაშიც გამოიჩინა თავი და მატჩი 14 ქულით დაასრულა. სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა სი ჯეი ვოტსონმა და ანდრე ბლაჩმაც კარგად იასპარეზეს, რამაც "ბრუკლინს" "ბულზთან" საპლეიოფო სერიაში ლიდერობა მოუტანა 1:0.

"ნეთსმა" მატჩი ძალიან მაღალ ტემპში დაიწყო და თავიდანვე თავბრუ დაახვია მეტოქეს. პირველ მეოთხედში, მასპინძელთა 25 ქულიდან, 21 დერონ უილიამსზე და ბრუკ ლოპესზე ნაწილებოდა, მეორე პერიოდში, უკვე სათადარიგო მოთამაშეთა კარგი გარჯის წყალობით, სხვაობა კვლავ კატასტროფული სისწრაფით იზრდებოდა. მორიგი სწრაფი კონტრშეტევისას, სი ჯეი ვოტსონმა ზუსტი შორეული ტყორცნა განახორციელა და მასპინძლები 20 ქულით დაწინაურდნენ. რუსი ბიზნესმენის, მიხაილ პროხოროვის გუნდმა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა პირველი ტაიმი და დიდ შესვენებაზე 25 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა - 60:35.

"ჩიკაგოს" რიგებში ძალიან ინერტული გახლდათ ტრავმის მერე ახლახან დაბრუნებული ჟოაკიმ ნოა, სტუმრებმა სამწამიანი ზონიდან ჩაგდებულ ქულებში უშანსოდ დათმეს ბრძოლა - 36:56, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან, “ბულზის” კალათბურთელებმა 22 მცდელობიდან, მხოლოდ 15 ჩააგდეს. ყველა ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, მატჩის მორე ნახევარი სრული ფორმალობა გახდა და "ბრუკლინმა" დამაჯერებლად მიიყვანა შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე - 106:89.

შეხვედრის MVP დერონ უილიამსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 22 ქულა, 7 შედეგიანი პასი და 3 ჩაჭრა გახლდათ. "ბრუკლინის" ახალგაზრდა ქართველ ფორვარდ თორნიკე შენგელიას მცირე ტრავმა აწუხებს და სამატჩო განაცხადში არ გახლდათ.

"ნიუ იორკმა" საკუთარ არენაზე "ბოსტონს" უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში მძიმე გამარჯვება მოიპოვა - 85:78.

მატჩის პირველი ნახევარი მშვენიერი საყურებელი გახლდათ, რომლის განმავლობაშიც, მაყურებელმა ყველა ბრწყინვალე საკალათბურთო ასპექტი ნახა: სწრაფი კონტრშეტევები, ინდივიდუალური ოსტატობა, სამქულიანი შეტევები, დაძაბულობა, ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთები. "ნიქსის" რიგებში ლიდერობდნენ კარმელო ენტონი და ჯეი არ სმიტი, "სელტიქსიდან" კი, ახალგაზრდა ჯეფ გრინი და უბერებელი პოლ პირსი გამოირჩნენ. ორი მეოთხედის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა ლიდერი, თუმცა ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით წინ გასვლას.

მეორე ტაიმიდან, მწვრთნელებმა საკუთარ კალათბურთელებს დაცვაში ყურადღებიანი თამაშისკენ მოუწოდეს, რამაც შედეგიანობა ძალზე შეამცირა, "ბოსტონიც" და "ნიუ იორკიც" ცდილობდნენ პოზიციური შეტევების ხარჯზე გასულიყო ფონს, ძალზე ინერტულად გამოიყურებოდა ტაისონ ჩენდლერი, რომელმაც მატჩი 0 ქულით ჩაამთავრა. უკანასკნელ 12 წუთში, მასპინძლებმა სტუმრებს გაუვალი დაცვა დაუპირისპირეს და მეტოქე მხოლოდ 8 ქულას დააჯერეს. გადამწყვეტ მომენტში, "სელტიქსის" კალათბურთელებმა უპატიებელი შეცდომები დაუშვეს, რის შემდეგაც, "ნიუ იორკმა" სერიაში პირველი შეხვედრა მოუგო ნბა-ს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან გუნდს - 85:78.

როგორც მოსალოდნელი იყო, "დენვერმა" და "გოლდენ სტეიტმა" ძალზე ლაღი და თვალსასეირო კალათბურთი შესთავაზეს მაყურებელს. თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე სამი მეოთხედის შემდეგ, ლოგიკურიც გახლდათ, რომ გამარჯვებულის ბედი უკანასკნელი პერიოდის ბოლო წამებზე გარკვეულიყო. საფინალო სირენამდე 35 წამით ადრე, ტაი ლოუსონმა მოწინააღმდეგეს ბურთი მოპარა, მაღალი სისწრაფით გადაკვეთა მთელი მოედანი და საკუთარი გუნდი 3 ქულიანი სხვაობით დააწინაურა - 95:92. საპასუხო შეტევაში ლიდერობა საკუთარ თავზე "ვორიორზის" ძირითადმა გამთამაშებელმა სტეფ კარიმ აიღო, რომელმაც ერთი ცრუ მოძრაობით ოპონენტი მოტეხა, მეორით კი, უკვე მარცხენა კუთხიდან ნატყორცნი ზუსტი სამქულიანით ანგარიშიც გაათანაბრა - 95:95. დარჩენილ მცირე დროში, ვეტერანმა ანდრე მილერმა მცირე სასწაული ჩაიდინა და სამწამიან ზონაში ბრწყინვალე შესვლის შემდეგ, "ნაგეთსს" 2 ქულა და გამარჯვება მოუტანა - 97:95. ჯორჯ კარლის გუნდი სერიაში დაწინაურდა - 1:0.

წაგებულ თამაშზე მეტად, სტუმრებს უფრო ის ადარდებთ, თუ როგორი სერიოზულობის გამოდგება დევიდ ლის ტრავმა, რომელიც მძიმე ფორვარდმა მესამე მეოთხედის მიმდინარეობისას მიიღო. რეგულარულ გათამაშებაში ყველაზე მეტი ორმაგი დუბლის შემსრულებელი ლის გარეშე, "გოლდენ სტეიტს" ძალზე უნა გაუჭირდეს "დენვერისთვის" სერიის მოგება.

 

ნიუ იორკი - ბოსტონი 85:78 (26:29, 23:24, 18:17, 18:8)

“ნიუ იორკი”: შამპერტი (3), ფელტონი (13), ჩენდლერი, კოუპლენდი, ენტონი (36); სმიტი (15), კიდი (8), მარტინი (10), ნოვაკი, ვაითი

“ბოსტონი”: პირსი (21), ბრედლი (15), გარნეტი (8), გრინი (26), ბასი (4); ტერი, კროუფორდი, ლი (4)

 

დენვერი - გოლდენ სტეიტი 97:95 (28:25, 16:23, 27:16, 26:31)

“დენვერი”: ლოუსონი (12), ფურნიე (11), კუფოსი (6), ჩენდლერი (11+13მ), იგუდალა (8); მაკგი (9), ბრიუერი (10), მილერი (28), რენდოლფი (2)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (19), ტომფსონი (22), ბოგატი (9), ლი (10+14მ), ბარნსი (8); ეზელი (1), ჯეკი (10), ლენდრი (14), გრინი (2)

 

ბრუკლინი - ჩიკაგო 106:89 (25:14, 35:21, 29:27, 17:27)

“ბრუკლინი”: უილიამსი (22), ჯონსონი (16), ლოპესი (21), ევანსი (5), ვოლესი (14); ბლაჩი (12), სტეკჰაუსი, ვოტსონი (14), ჰამფრიზი (2), ბოგანსი, ბრუქსი, ტეილორი, ტელეტოვიჩი

“ჩიკაგო”: ჰაინრიხი (2), ბატლერი (13), ნოა (4), ბუზერი (25), დენგი (6); გიბსონი (9), ჰამილტონი, მოჰამედი, რობინსონი (17), ბელინელი (13)

 

კლიპერსი - მემფისი 112:91 (29:21, 28:30, 18:18, 37:22)

“კლიპერსი”: პოლი (23), ბილაფსი (14), ჯორდანი (3), გრიფინი (10), ბატლერი (13); კროუფორდი (13), ბარნსი (10), ჰოლინსი (2), ოდომი (4), ბლედსოუ (15), ტურიაფი (5), გრინი

“მემფისი”: კონლი (12), ალენი (8), გასოლი (16), რენდოლფი (13), პრინსი (2); დევისი (6), ბეილისი (19), დეიე, არტური, დულინგი (6), პოინდექსტერი (5), ლეური, როტენი (4)

 

1.                ოკლაჰომა                     82      60      4       2       22       8669:7914         0.732
2. სან ანტონიო 82 58 4 3 24 8448:7923 0.707
3. დენვერი 82 57 4 2 25 8704:8287 0.695
4. კლიპერსი 82 56 0 2 26 8289:7760 0.683
5. მემფისი 82 56 4 1 26 7659:7319 0.683
6. გოლდენ სტეიტი 82 47 2 2 35 8296:8223 0.573
7. ლეიკერსი 82 45 3 0 37 8381:8286 0.549
8. ჰიუსტონი 82 45 0 4 37 8688:8403 0.549
9. იუტა 82 43 3 3 39 8038:8045 0.524
10. დალასი 82 41 3 8 41 8293:8342 0.500
11. პორტლენდი 82 33 5 1 49 7995:8255 0.402
12. მინესოტა 82 31 1 1 51 7851:8045 0.378
13. საკრამენტო 82 28 0 4 54 8219:8619 0.341
14. ნიუ ორლეანი 82 27 1 3 55 7714:8031 0.329
15. ფინიქსი 82 25 3 2 57 7805:8335 0.305

 

 

1.                მაიამი                           82       66      5       1       16       8436:7791        0.805
2. ნიუ იორკი 82 54 0 2 28 8196:7849 0.659
3. ინდიანა 81 49 2 3 32 7674:7348 0.605
4. ბრუკლინი 82 49 5 0 33 7944:7798 0.598
5. ჩიკაგო 82 45 4 2 37 7641:7615 0.549
6. ატლანტა 82 44 4 1 38 8032:7999 0.537
7. ბოსტონი 81 41 7 4 40 7818:7836 0.506
8. მილუოკი 82 38 3 3 44 8108:8231 0.463
9. ფილადელფია 82 34 2 1 48 7640:7914 0.415
10. ტორონტო 82 34 2 7 48 7971:8092 0.415
11. დეტროიტი 82 29 0 3 53 7778:8105 0.354
12. ვაშინგტონი 82 29 0 5 53 7644:7852 0.354
13. კლივლენდი 82 24 0 1 58 7913:8297 0.293
14. შარლოტი 82 21 3 1 61 7661:8418 0.256
15. ორლანდო 82 20 1 3 62 7718:8291 0.244

 

0.15668