საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი ბროლაშვილი მაროკოს ქალაქ აგადირში დღეს დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია. 60 კილოგრამ წოით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა 4 შეხვედრა მოიგო და მეხუთეში იაპონელ ტორუ შიშიმეს დაუპირისპირდება. თუ მასაც დაამარცხებს, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ერთი მეტოქის – რუსი იაკუბ შამილოვისა და ყაზახი ილიას იზმაგილოვის წყვილში გამარჯვებულის ძლევაღა დარჩება.
დღესვე აფრიკულ ტატამზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი ოთარ კაიდარაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანიც (ორივე 55 კგ) გავიდნენ, მაგრამ საწყის ეტაპზევე წააგეს და სამეულისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.
ოთარ მაღლაკელიძე







