2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნის – ინგლისის გუნდს დიზაინერი სტელა მაკარტნი შემოსავს. ბრიტანეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა პოლ მაკარტნის ქალიშვილთან უკვე ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა და გადაწყდა, რომ გახსნისა და დახურვის ოფიციალურ ცერემონიალებზეც და ყოველდღიურადაც, ამ ქვეყნის სპორტსმენების, მწვრთნელებისა და ოლიმპიადის მონაწილე პერსონალის ჩაცმულობაზე ცნობილი დიზაინერი იზრუნებს. რაც შეეხება უშუალოდ სპორტულ ფორმას, ინგლისელებს სტელა მაკარტნისთან თანამშრომლობით, “ადიდასი” შეუკერავს.
“უბედნიერესი ადამიანი ვარ. ჩემი ქვეყნის ოლიმპიური დელეგაციის შემოსვა შემომთავაზეს, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია. ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთადერთხელ შეიძლება გაჩნდეს”, – განაცხადა სტელა მაკარტნიმ.
დიზაინერისა და ოლიმპიური კომიტეტის კონტრაქტს ოლიმპიური ჩემპიონი, ველომრბოლი ვიქტორია პენდელტონიც გამოეხმაურა და ჟურნალისტებს უთხრა, მაკარტნისა და “ადიდასის” შეკერილ ფორმებს სპორტსმენები სულმოუთქმელად ველითო.







