ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში: 59, 66, 98 და 130 კილოგრამებში უნდა მოვლინდნენ. საქართველოს ნაკრებს კი დილის პროგრამის შემდეგ ერთი მოჭიდავეღა შემორჩა – ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი რევაზ ლაშხი (66 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ლაშხმა ძირითად ბადეში გამოსვლა პირველსავე წრეში დაასრულა, რუსეთის ნაკრების წევრ ადამ კურაკთან წაგებით, მაგრამ შემდეგ დამამშვიდებელი ეტაპის გზა გაეხსნა, რადგან კურაკმა ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა. რეპეშაჟში ქართველმა მოჭიდავემ ავსტრიელ ბენედიქტ პუფერს და უკრაინელ დენის დემიანკოვს აჯობა. “ბრინჯაოს ფინალში” კი უნგრელ იშტვან ლევაის შეხვდება.
ლაშა გოგიტაძე (59 კგ) და გურამ ფერსელიძეც (130 კგ) პირველსავე წრეში დამარცხდნენ, ოღონდ მათმა მძლეველებმა: სერბმა კრისტიან ფრისმა და ლიტველმა მინდაუგას მიზგაიტისმა ფინალში გასვლა ვერ შეძლეს. ვასილ იმერლიშვილი (98 კგ) კი ფინურ ხალიჩაზე სამჯერ გავიდა. ევროპირველობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც იტალიელ დაიგორო ტიმონჩინის ადვილად აჯობა. მეოთხედფინალში თურქ ჩენკ ილდემთან უქულო შეხვედრაში სამჯერ გაფრთხილების გამო წააგო. მერე კი რეპეშაჟშიც დამარცხდა შვედ ფრედრიკ შონთან.
ფინალური ბლოკის შეხვედრები 19 საათიდან დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
და კურტანიძის როგორ გჯეროდა თვიღონაც ვერ გაუგია რა უნდა და მანდ რა უნდა გაეკეთებინა
ვაა არადა რატომღაც ძაან მჯეროდა კურტანიძის გამოასწორებდა სიტუაციას, მაგრამ სულ აურ დაურია ყველაფერი
კურტანიძემ ეხლა რარა უნდა თქვას?
ბერძნულ რომაულში მტავარი ძმებო პარტერში სრულყოფილი ჭიდაობაა ტუ პარტერში ძლიერი არა ხარ კაპიკია შენი ფასი,ჩვენები კიდე ზაან მოისუსტებენ პარტერში,დღეს აბა ვერტუშკას და მოგვერდს ვინღა გაგაკეტებინებს,დგომსი უნდა იყო აქტიური და მერე პარტერში უნდა გააგრძელო,ესენი დგომშიც პასიურები არიან და პარტერშიც ვერ იცავენ თავს.
ჩოქბჯენში თუ ილეთი ვერ გააკეთა მეტოქემ თავად არ ეკუთვნის ქულა? ორჯერ იყო ლაშხი და უნგრელმა ილეთი ვერ გაუკეთა, ტავად როცა ჩაჯდა მისცეს თავის დაცვისთვის. ან თავის ილეთზე რო წამოეგო ლევაი და მერე რეზომ მიუყოლა ილეთი, რატო არ შეაფასეს? ეს მაინტერესებს უბრალოდ, წესების მხრივ, ალბათ შეიცვალა რამე, თორემ ლაშხმა წაგება რო თავის უაზრო პასიურობას უნდა დააბრალოს პირველ რიგში ეგ იასნია
აუ რა ხდება მართლა როგორ დაგვიკარგეს ჭიდაობის ყურების სურვილი
მდაააა, სერიოზულად უნდა ჭიდაობის ფედერაციაშირეო რგანიზაცია. მაგარი ჩაჯმ-ული სიტუაციააა, ასე ბანძურად კაიხანია არ გამოსულან ჩვენი მოჭიდვეეები
ა ბიჭო ძიუდოისტები იუნიორთა ევროპის თასი დაიწყო საბერძნეთში 4 წონა გათამაშდა და 4 ფინალი იჭიდავეს ბიჭებმა, შედეგი-3 ოქრო და ერთი ვერცხლი, ამათსავით ბაჭიები კი არ არიან კურტანიძემ მოსპო ისედაც სიკვდილის პირას მყოფი ჭიდაობა.
დროშEბი კი გვაქვს დაკიდული გამოსაჩEნ ადგილზე
D:
დროშები და მარიაჟი იციცხლე მაგრრად ვიცით
არ შეიძლება მართლა რაც ახლა ხდება. ზოგადად ჭიდაობა უნდა განვითარდეს როგორც თავისუფალი, ისე ბერძნულ-რომალული საქართველოში ყველა რაიონში და სოფელში უნდა იყოს დარბაზი რომელიც საშუალებას მისცემს ბავშვებს ივარჯიშონ..........
აეზრებს წაართვეს ოქრო მსაჯებმა. და რა თქმა უნდა რუსებს გადასცენ
,.
კურტანიძე გამოვა და იტყვის გამოცდილება მივიღEთO
სირცხვილია...ნამუსი რომ ჰქონდეთ უნდა გადადგნენ მწვრთნელიან-ფედერაციანად....
ლაშხის წაგების მიზეზი პირველ რიგში თვითონაა, ძალიან პასიური იყო, მაგარ რა ვერ გავიგე ჩოქბჯენში დამდგარს, უნგრელმა ილეთი რო ვერ გაუკეთა, ქულა რატო არ მისცეს რევაზს, ან ის ილეთი რატო არ ჩაუთვალეს, უნგრელი რო დავარდა თავის დაწყებულზე და მერე რეზომ მიუყოლა კიდევ?
წააგო .ვერაფერი ვერ ქნა,.საერთოდ რატო გავიდა საჭიდაოდ?????
ყველამ რუსებთან როგორ წააგეტ რა გჭირთ ბიჭო???????????????!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
წარმატებები რევაზ !