ძიუდო

17:50 | 23.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრინჯაოს სამი ქართველი შეუტევს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსნები ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი დიუსელდორფის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მესამე საპრიზო ადგილს ასევე ერთი გამარჯვება აშორებს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზვიად გოგოჭურს. მისი მეტოქე რეპეშაჟის ფინალში ფრანგი რომენ ბუფე იქნება.

დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ), ალექსანდრე მსხალაძემ და ნოდარ მეტრეველმაც (ორივე 100 კგ) იჭიდავეს და მეოთხედფინალამდე დამარცხდნენ, რითაც სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი უმალ დაკარგეს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20 საათიდან დაიწყება.

0.11308