ფეხბურთი

17:00 | 25.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბრესტის “დინამოში” ქართველი ისინჯება

ბელარუსულ ბრესტის “დინამოში” რუსული პასპორტი მქონე ქართველი ფეხბურთელი გიგა მამულაშვილი ისინჯება. ამის შესახებ “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ბრესტელები შეკრებას თურქეთში გადიან და მამულაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელ “უილმინგტონთან” მატჩის პირველ ტაიმში გოლი გაიტანა. ბოლო პერიოდში, 21 წლის თავდამსხმელი რუსეთის მე-2 ლიგის სმოლენსკის “დნეპრში” თამაშობდა. გარდა ამისა, კარიერის განმავლობაში მას მოლდოვურ “დაჩიასა” და “ოლიმპიაში” უბურთავია.
აქვე გეტყვით, რომ “დინამოში” ორი ქართველი მოთამაშე, უჩა გოგოლაძე და ზვიად ქანთარია გამოდის.


გიგა მამულაშვილის გოლის ვიდეო:
http://www.youtube.com/watch?v=50vny8kdigk

0.114556