Pioneer Press იტყობინება, რომ “მინესოტას” უკანახაზელი ბრენდონ როი მომავალ სეზონში აღარ აპირებს “თიმბერვულვზის” რიგებში თამაშს და უახლოეს პერიოდში კლუბს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ზაფხულში როიმ დიდ კაათბურთში დაბრუნება გადაწყვიტა და 2-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა “მინესოტასთან”, თუმცა მუხლის ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ბრენდონს მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით 2013-14 წლების სეზონის განმავლობაში ხელფასის სახით 5,3 მილიონი დოლარი უნდა მიეღო, თუმცა სავარაუდოდ, კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაუქმდება.