ფეხბურთი

18:49 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრეიდიმ სეზონი დაასრულა

“ჰალ სიტის” წამყვანი ნახევარმცველი რობი ბრეიდი საზარდულის ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს.

ამ სეზონში 22 წლის ირლანდიელმა პრემიერლიგაში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა, რის მიზეზიც სხვადასხვა სახის ტრავმები იყო. ახლა, ის უკვე მომავალი ჩემპიონატისთვის მოემზადება.

“მან ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციას გადის. წინ გრძელი ზაფხული აქვს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალი სეზონის დასაწყისში დაგვიბრუნდება” – იუწყება “ჰალის” მთავარი მწვრთნელის სტივ ბრიუსის სიტყვებს BBC.

ბრეიდი “ჰალ სიტიში” 2011 წლიდან გამოდის და 92 მატჩში 11 გოლი გაიტანა. 2012 წლიდან დღემდე მან ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მაისური 6-ჯერ მოირგო და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115112