ძიუდო

16:59 | 13.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიური მონაგარი რეიტინგსაც დაეტყო

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ამ უქმეებზე ჩატარებული რიო დე ჟანეიროს “დიდი სლემის” შედეგები შეაჯამა და მსოფლიოს ახალი რეიტინგ-სია გამოაქვეყნა. ერთ-ერთი უპრესტიჟულესი ბრაზილიური ტურნირი ამჯერად უჩვეულოდ სუსტი გამოდგა – ოლიმპიური თამაშების სამზადისის გამო, ბრაზილიაში გამოცდილი ძიუდოისტების ჩაყვანისგან ყველა ანგარიშგასაწევი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თავი შეიკავა, ქართველთა ავსტრიელი დამრიგერბლის, პიტერ ზაიზენბახერის გარდა. ოლიმპიური კანდიდატებით დაკომპლექტებული გუნდის ცხრა წევრიდან ექვსი სამეულში შევიდა, სამმა კი მეხუთე ადგილი დაიკავა და შესაბამისად, განახლებულ რეიტინგში ყველაზე მეტი სარგებელი სწორედ საქართველოს ნაკრების წევრებმა ნახეს.
ბეთქილ შუკვანმა (60 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ), ირაკლი ცირეკიძემ (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) “დიდი სლემის” ჩემპიონობით 300-300 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავეს და გვარიანადაც დაწინაურდნენ.
ლიპარტელიანი უკვე თავის წონაში მეორე პოზიციას იკავებს და მხოლოდ ილიას ილიადისს ჩამორჩება. შუკვანი და ოქრუაშვილი ათეულში დამკვიდრდნენ მე-9 და მე-8 ადგილებით. ცირეკიძემ კი მეცამეტე საფეხურზე აინაცვლა და ლევან ჟორჟოლიანი ერთი ნაბიჯით უკან მოიტოვა.
ბრინჯაოს პრიზიორებმა – ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) ბრაზილიური ბრინჯაოსთვის 120-120 ქულა მიიღეს. პაპინაშვილი უმსუბუქესი წონის რეიტინგში შუკვანს ორი საფეხურით უსწრებს. შავდათუაშვილი კი 66 კილოგრამში მსოფლიოში 22-ე ნომერია.
73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე ქართველებიც ოცეულს მიღმა დგანან. ნუგზარ ტატალაშვილი 21-ე, ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილი – 25-ე პოზიციებზე.
ზაიზენბახერის გუნდის უმთავრესი კანდიდატები მომავალ უქმეებზე პირადი რეიტინგის გასაუმჯობესებლად ბუენოს აირესის “მსოფლიოს თასზე” იჭიდავებენ. ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად შემუშავებულ ქართულ გეგმაში არგენტინული “მსოფლიოს თასი” ბოლო სატურნირო რეპეტიცია იქნება.
აქვე შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულები და ყველა ქართველი ძიუდოისტის საერთაშორისო რეიტინგი:

60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)        1940
2 ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია)        1118
3 არსენ გალსტიანი (რუსეთი)        936
4 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)        900
5 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)        860
7 ამირან პაპინაშვილი            842
9 ბეთქილ შუკვანი                758
63 გიორგი მესაბლიშვილი            120
89 დავით ასუმბანი                62
91 პაატა მერებაშვილი            56

66 კგ

1 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)            1290
2 ალიმ გადანოვი (რუსეთი)            1170
3 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)1164
4 მასაში ებინუმა (იაპონია)            1060
5 ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია)        1030
22 ლაშა შავდათუაშვილი            416
44 შალვა ქარდავა                216
77 სანდრო იაკობაშვილი            82
95 დავით ასუმბანი                56
151 გიორგი მკალავიშვილი            20
177 პაატა მერებაშვილი            12
177 უჩა ხუციშვილი                12

73 კგ

1 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)        1620
2 რიკი ნაკაია (იაპონია)            1554
3 დექს ელმონი (ჰოლანდია)            1152
4 მანსურ ისაევი (რუსეთი)            968
5 ნიამ-ოჩირ სანიარგალი (მონღოლეთი)    888
21 ნუგზარ ტატალაშვილი            382
52 ზებედა რეხვიაშვილი            172
60 თენგიზ პაპოშვილი            152
77 ამბაკო ავალიანი                104
140 ზაზა კედელაშვილი            30
211 ზვიად ბაზანდარაშვილი            10
220 ზურაბ ნოზაძე                8

81 კგ

1 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია)        1320
2 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)        1286
3 ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი)        1070
4 ოლე ბიშოფი (გერმანია)            896
5 ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია)            880
25 ავთანდილ ჭრიკიშვილი            414
39 ლევან წიკლაური                266
68 ბექა ღვინიაშვილი                120
85 ლაშა ზურაბიანი                80
95 დავით კარბელაშვილი            72
178 პაატა ღვინიაშვილი            16
242 გიორგი შინჯიკაშვილი            2

90 კგ

1 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)        1600
2 ვარლამ ლიპარტელიანი            1196
3 მასაში ნიშიამა (იაპონია)            1150
4 დაიკი ნიშიამა (იაპონია)            1014
5 ტაკაში ონო (იაპონია)            988
48 ზვიად გოგოჭური                190
96 ზურაბ ზვიადაური                64
129 ლაშა გურული                25
134 მინდია ბოდაველი            20
156 საბა გავაშელიშვილი            16
165 გიორგი ცოციაშვილი            12

100 კგ

1 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)            1370
2 სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი)        1260
2 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)            1250
3 ტაკამასა ანაი (იაპონია)            1118
5 რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი)        1090
13 ირაკლი ცირეკიძე                672
14 ლევან ჟორჟოლიანი            616
41 ალექსანდრე მსხალაძე            226
53 ბექა ბერძენიშვილი            120
83 ნოდარ მეტრეველი            44
87 ირაკლი ქობლიანიძე            40
106 დავით ლორიაშვილი            32
142 რევაზ ჩიკოიძე                10

+100 კგ

1 ტედი რინერი (საფრანგეთი)        1590
2 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)        1350
3 რაფაელ სილვა (ბრაზილია)        1214
4 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)        1084
5 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)        1058
8 ადამ ოქრუაშვილი                722
24 ზვიად ხანჯალიაშვილი            358
57 ნოდარ მეტრეველი            143
75 ლაშა გუჯეჯიანი                56
116 ლევან მატიაშვილი            16


ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124908