ფეხბურთი

11:54 | 19.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრები, შესაძლოა, ლეონარდომ ჩაიბაროს

“პსჟ”-ს ყოფილი სპორტული დირექტორი, ლეონარდო, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის ერთ-ერთი ფავორიტია. აღნიშნულ ინფორმაციას ბრაზილიური Lancenet-ი ავრცელებს.

“პსჟ”-დან წასვლის შემდეგ, ლეონარდომ არაერთხელ განაცხადა, რომ კვლავ მთავარ მწვრთნელად სურს მუშაობა და სულ მალე, შესაძლოა, ახალი პოსტიც დაიკავოს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელთა ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლუის ფელიპე სკოლარი, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაითხოვეს. ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას რამდენიმე დღეში გაამხელს.

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111994