მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ევროპის ზონის მე-9 ტური ფინალური ეტაპის საგზურის მომტანი 3 გუნდისთვის აღმოჩნდა. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ბრაზილიაში გამგზავრების უფლება ბელგიამ, შვეიცარიამ და გერმანიამ მიიღეს.
პირველი გუნდი, რომელმაც ფინალური ეტაპის საგზური გუშინ მოიპოვა, ბელგიაა. 3 წლის წინათ, 2010 წლის ოქტომბერში, ბელგიელები “ფიფას” რეიტინგში 62-ე ადგილს იკავებდნენ. ისინი უგანდას მცირედით უსწრებდნენ. თუმცა, გასულ 3 წელში ამ გუნდმა შესამჩნევი პროგრესი განიცადა, რეიტინგში მე-6 პოზიციამდე დაწინაურდა და მუნდიალის ფინალურ ეტაპზეც იოლად გავიდა. მე-9 ტურში, ბელგიელები უშუალო კონკურენტ ხორვატიას ეწვივნენ და რომელუ ლუკაკუს დუბლის წყალობით 2:1 იმარჯვეს.
ბელგიას შვეიცარია მიჰყვა, რომელმაც სტუმრად ასევე 2:1 მოიგო. ალბანეთში გამართულ შეხვედრაში, ოტმარ ჰიტცფელდის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა შაქირმა და ლანგმა მოუტანეს.
გასაკვირი არ ყოფილა, რომ ფინალური ეტაპის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა გერმანიამ. იოახიმ ლიოვის შეგირდებმა ირლანდიას 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს და ისინი ასევე 3 ქულის ამღები შვედეთისთვის მიუწვდომელნი აღმოჩნდნენ.
მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა ინგლისმა. როი ჰოჯსონის გუნდმა აქამდე ერთ-ერთ კონკურენტად მიჩნეული მონტენეგრო 4:1 გაანადგურა. შედეგად, ინგლისელებმა მინიმუმ მე-2 ადგილი გაინაღდეს.
ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე მეტად საინტერესო ბოლო ჯგუფი იყო. I ჯგუფის ერთადერთ მატჩში, ესპანეთმა ბელარუსს სძლია და ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად ქულაც ჰყოფნის.
ფინალური ეტაპის საგზური აქამდეც განაღდებული ჰქონდა ჰოლანდიას, რომელმაც უნგრეთი 8:1 გაანადგურა. თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა რობინ ვან პერსიმ, რომელმაც თავი 41 სანაკრებო გოლს მოუყარა და გადაასწრო და პატრიკ კლუივერტს, ჰოლანდიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდა.
ძალიან დაძაბული სიტუაციაა B ჯგუფში. ფინალური ეტაპის საგზურის მქონე იტალიამ დანიას ბოლო წუთებზე გაუთანაბრა და ნიკლას ბენდტნერის დუბლი მხოლოდ ქულისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ბოლო ტურის წინ, მე-2 ადგილისთვის ბულგარეთი, დანია, ჩეხეთი და სომხეთი იბრძვიან. პირველ ორ მათგანს 13-13 ქულა აქვს, ხოლო ბოლო ორს – 12-12. ასეთი დაძაბულობის მიზეზი ისაა, რომ დღის პირველ მატჩში, სომხებმა 9 კაცით მოთამაშე ბულგარელებს სძლიეს.
A ჯგუფი
ხორვატია-ბელგია 1:2 (0:2)
გოლები: 0:1 ლუკაკუ (15), 0:2 ლუკაკუ (38), 1:2 კრანჩარი (83)
უელსი-მაკედონია 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ჩარჩი (67)
1. |
ბელგია |
9 |
8 |
1 |
0 |
17:3 |
25 |
|
|
2. |
ხორვატია |
9 |
5 |
2 |
2 |
12:7 |
17 |
|
|
3. |
სერბეთი |
9 |
3 |
2 |
4 |
13:10 |
11 |
|
|
4. |
უელსი |
9 |
3 |
0 |
6 |
8:19 |
9 |
|
|
5. |
შოტლანდია |
9 |
2 |
2 |
5 |
6:12 |
8 |
|
|
6. |
მაკედონია |
9 |
2 |
1 |
6 |
6:11 |
7 |
|
B ჯგუფი
სომხეთი-ბულგარეთი 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ოზბილიზი (45+1), 1:1 პოპოვი (61), 2:1 მოვსისიანი (87)
გაძევებები: ბოდუროვი 45 (ბულგარეთი), დიაკოვი 63 (ბულგარეთი)
მალტა-ჩეხეთი 1:4 (0:2)
გოლები: 0:1 ჰუბშმანი (3), 0:2 ლაფატა (34), 1:2 მიფსუდი (47), 1:3 კადლეცი (51), 1:4 პეკჰარტი (90)
დანია-იტალია 2:2 (1:1)
გოლები: 0:1 ოსვალდო (28), 1:1 ბენდტნერი (45+1), 2:1 ბენდტნერი (79), 2:2 აკვილანი (90+1)
1. |
იტალია |
9 |
6 |
3 |
0 |
17:7 |
21 |
|
|
2. |
ბულგარეთი |
9 |
3 |
4 |
2 |
14:8 |
13 |
|
|
3. |
დანია |
9 |
3 |
4 |
2 |
11:12 |
13 |
|
|
4. |
ჩეხეთი |
9 |
3 |
3 |
3 |
12:9 |
12 |
|
|
5. |
სომხეთი |
9 |
4 |
0 |
5 |
10:11 |
12 |
|
|
6. |
მალტა |
9 |
1 |
0 |
8 |
5:22 |
3 |
|
C ჯგუფი
ფარერები-ყაზახეთი 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ჰანსონი (41), 1:1 ფინონჩენკო (55)
გერმანია-ირლანდია 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 ხედირა (12), 2:0 შიურლე (58), 3:0 იოზილი (90+2)
შვედეთი-ავსტრია 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 ჰარნიკი (29), 1:1 ოლსონ მარტი (56), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (86)
|
|||||||||
1. |
გერმანია |
9 |
8 |
1 |
0 |
31:7 |
25 |
|
|
2. |
შვედეთი |
9 |
6 |
2 |
1 |
16:9 |
20 |
|
|
3. |
ავსტრია |
9 |
4 |
2 |
3 |
17:10 |
14 |
|
|
4. |
ირლანდია |
9 |
3 |
2 |
4 |
13:16 |
11 |
|
|
5. |
ყაზახეთი |
9 |
1 |
2 |
6 |
5:18 |
5 |
|
|
6. |
ფარერები |
9 |
0 |
1 |
8 |
4:26 |
1 |
|
D ჯგუფი
ანდორა-რუმინეთი 0:4 (0:1)
გოლები: 0:1 კეზერუ (41), 0:2 სტანცუ (53), 0:3 ტორიე (62), 0:4 ლაზარი (85)
ესტონეთი-თურქეთი 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ბულუთი (22), 0:2 ილმაზი (47)
ჰოლანდია-უნგრეთი 8:1 (4:0)
გოლები: 1:0 ვან პერსი (16), 2:0 სტროოტმანი (25), 3:0 ლენსი (38), 4:0 ვან პერსი (44), 4:1 ჯუჯაკი (47, პენ), 5:1 ვან პერსი (52), 6:1 დევესცერი (65, ს.კ.), 7:1 ვან დერ ვაარტი (85), 8:1 რობენი (90)
1. |
ჰოლანდია |
9 |
8 |
1 |
0 |
32:5 |
25 |
|
|
2. |
თურქეთი |
9 |
5 |
1 |
3 |
16:7 |
16 |
|
|
3. |
რუმინეთი |
9 |
5 |
1 |
3 |
17:12 |
16 |
|
|
4. |
უნგრეთი |
9 |
4 |
2 |
3 |
19:20 |
14 |
|
|
5. |
ესტონეთი |
9 |
2 |
1 |
6 |
6:18 |
7 |
|
|
6. |
ანდორა |
9 |
0 |
0 |
9 |
0:28 |
0 |
|
E ჯგუფი
ალბანეთი-შვეიცარია 1:2 (0:0)
გოლები: 0:1 შაქირი (48), 0:2 ლანგი (79), 1:2 სალიჰი (89)
სლოვენია-ნორვეგია 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ნოვაკოვიჩი (13), 2:0 ნოვაკოვიჩი (15), 3:0 ნოვაკოვიჩი (49)
ისლანდია-კვიპროსი 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 სიგთორსონი (60), 2:0 სიგურდსონი (76)
1. |
შვეიცარია |
9 |
6 |
3 |
0 |
16:6 |
21 |
|
|
2. |
ისლანდია |
9 |
5 |
1 |
3 |
16:14 |
16 |
|
|
3. |
სლოვენია |
9 |
5 |
0 |
4 |
14:10 |
15 |
|
|
4. |
ნორვეგია |
9 |
3 |
2 |
4 |
9:12 |
11 |
|
|
5. |
ალბანეთი |
9 |
3 |
1 |
5 |
9:11 |
10 |
|
|
6. |
კვიპროსი |
9 |
1 |
1 |
7 |
4:15 |
4 |
|
F ჯგუფი
აზერბაიჯანი-ჩრდ. ირლანდია 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 დადასოვი (58), 2:0 შუკუროვი (90+5)
ლუქსემბურგი-რუსეთი 0:4 (0:3)
გოლები: 0:1 სამედოვი (9), 0:2 ფაიზულინი (39), 0:3 გლუშაკოვი (45+2), 0:4 კერჟაკოვი (73)
პორტუგალია-ისრაელი 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 რ. კოშტა (27), 1:1 ბენ ბაზატი (85)
|
||||||||
1. |
რუსეთი |
9 |
7 |
0 |
2 |
19:4 |
21 |
|
2. |
პორტუგალია |
9 |
5 |
3 |
1 |
17:9 |
18 |
|
3. |
ისრაელი |
9 |
3 |
4 |
2 |
18:13 |
13 |
|
4. |
აზერბაიჯანი |
9 |
1 |
5 |
3 |
6:10 |
8 |
|
5. |
ჩრდ. ირლანდია |
9 |
1 |
3 |
5 |
8:16 |
6 |
|
6. |
ლუქსემბურგი |
9 |
1 |
3 |
5 |
7:23 |
6 |
|
G ჯგუფი
ლიტვა-ლატვია 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 სერნიხი (7), 2:0 მიკოლიუნასი (68)
ბოსნია-ლიხტენშტაინი 4:1 (4:0)
გოლები: 1:0 ჯეკო (27), 2:0 მისიმოვიჩი (34), 3:0 იბისევიჩი (38), 4:0 ჯეკო (39), 4:1 ჰასლერი (61)
საბერძნეთი-სლოვაკეთი 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 შკრტელი (44, ს.კ.)
1. |
ბოსნია |
9 |
7 |
1 |
1 |
29:6 |
22 |
|
|
2. |
საბერძნეთი |
9 |
7 |
1 |
1 |
10:4 |
22 |
|
|
3. |
სლოვაკეთი |
9 |
3 |
3 |
3 |
9:8 |
12 |
|
|
4. |
ლიტვა |
9 |
3 |
2 |
4 |
9:10 |
11 |
|
|
5. |
ლატვია |
9 |
2 |
1 |
6 |
8:18 |
7 |
|
|
6. |
ლიხტენშტაინი |
9 |
0 |
2 |
7 |
4:23 |
2 |
|
H ჯგუფი
მოლდოვა-სან მარინო 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 ფრუნზა (55), 2:0 სიდორენკო (59), 3:0 სიდორენკო (89)
უკრაინა-პოლონეთი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 იარმოლენკო (64)
ინგლისი-მონტენეგრო 4:1 (0:0)
გოლები: 1:0 რუნი (49), 2:0 ბოსკოვიჩი (62, ს.კ.), 2:1 დამიანოვიჩი (71), 3:1 თაუნსენდი (78), 4:1 სტარიჯი (90+3, პენ)
|
||||||||
1. |
ინგლისი |
9 |
5 |
4 |
0 |
29:4 |
19 |
|
2. |
უკრაინა |
9 |
5 |
3 |
1 |
20:4 |
18 |
|
3. |
მონტენეგრო |
9 |
4 |
3 |
2 |
16:12 |
15 |
|
4. |
პოლონეთი |
9 |
3 |
4 |
2 |
18:10 |
13 |
|
5. |
მოლდოვა |
9 |
2 |
2 |
5 |
7:15 |
8 |
|
6. |
სან მარინო |
9 |
0 |
0 |
9 |
1:46 |
0 |
|
I ჯგუფი
ესპანეთი-ბელარუსი 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 ჩავი (61), 2:0 ნეგრედო (78), 2:1 კორნილენკო (89)
|
||||||||
1. |
ესპანეთი |
7 |
5 |
2 |
0 |
12:3 |
17 |
|
2. |
საფრანგეთი |
7 |
4 |
2 |
1 |
12:6 |
14 |
|
3. |
ფინეთი |
7 |
2 |
3 |
2 |
5:6 |
9 |
|
4. |
საქართველო |
7 |
1 |
2 |
4 |
3:8 |
5 |
|
5. |
ბელარუსი |
8 |
1 |
1 |
6 |
7:16 |
4 |