ფეხბურთი

21:28 | 5.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიელები კოსტას ესპანეთში ნაკრებში თამაშის წინააღმდეგნი არ არიან

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, მარკო პოლო დელ ნეროს თქმით, მისი ორგანიზაცია დიეგო კოსტას ესპანეთის ნაკრებში თამაშის წინააღმდეგი არ იქნება, თუ, რა თქმა უნდა, ამას თავად ფეხბურთელი ისურვებს.

“თუ ფეხბურთელს რომელიმე გუნდში თამაში სურს, ჩვენი ორგანიაზაცია მას ხელს არ შეუშლის.” – ციტირებს დელ ნეროს სიტყვებს ბრაზილიური O Estado de Sao Paulo.

კოსტას ბრაზილიის ნაკრებში 2 ამხანაგური შეხვედრა აქვს ჩატარებული, რაც მას სხვა ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშს უკრძალავს, მაგრამ ესპანელებმა FIFA-ს გამონაკლისის დაშვების თხოვნით მიმართეს. გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გუნდის მაისურის მორგების წინააღმდეგი არც თავად კოსტაა.

0.110666