ფეხბურთი

1:20 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიაში ესპანეთი, ინგლისი, რუსეთი და დებიუტანტი ბოსნია მიდიან

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს მინიმუმ ერთი დებიუტანტი ეყოლება. ლიტვასთან გასვლით მატჩში 1:0 მოგებით, ბოსნიამ ჯგუფის ლიდერობა შეინარჩუნა და შესაბამისად, ბრაზილიის საგზურიც მოიპოვა. ბოლო ტურის წინ, ბოსნიასა და საბერძნეთს ქულების თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ ბურთების შეფარდებაში საფეტ სუშიჩის გუნდის უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ მოგება ბოსნიელებს პირველ ადგილს უნაღდებდა. ეს მოგება კი, მუნდიალის აწ უკვე პირველმა დებიუტანტმა, ვედად იბისევიჩის ზუსტი დარტყმით მოიპოვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პირდაპირ ფინალურ ეტაპზე მოხვდა რუსეთის ნაკრები. ფაბიო კაპელოს გუნდს აზერბაიჯანთან ქულა ჰყოფნიდა. პირველ ტაიმში წინ გასული რუსები, ბოლო 20 წუთის განმავლობაში, რიცხობრივ უპირატესობაში იყვნენ და მართალია, კაცნაკლულმა მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ ამან რუსეთი მუნდიალის მიღმა ვერ დატოვა. რაც შეეხება ლიხტენშტაინთან დისკვალიფიცირებული რონალდუს გარეშე იოლად მომგებ პორტუგალიას – ეს გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ფლეი ოფიდან გასვლას ზედიზედ მეორედ შეეცდება.

სან მარინოში 8:0 მოგების მიუხედავად, მე-2 ადგილს დასჯერდა უკრაინა, რომელსაც ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 2 ქულა აქვს დაკარგული. უკრაინელებს გარჯა იმის გამო არ დაუფასდათ, რომ ინგლისმა პოლონეთს 2:0 სძლია და პირველი ადგილი შეინარჩუნა. შესაბამისად, ინგლისელები ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან, უკრაინელები კი ფლეი ოფში ითამაშებენ.

კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც ბრაზილიის საგზური ბოლო ტურში მოიპოვა, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებია. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა საქართველოს უმასპინძლა. “ფურია როხამ”, რომელსაც პირველი ადგილის შესანარჩუნებლად 1 ქულაც ჰყოფნიდა, თემურ ქეცბაიას გუნდი 2:0 დაამარცხა და საფრანგეთის ფინეთთან მოგებას აზრი დაუკარგა.

D ჯგუფში, ჰოლანდიასთან შინ უქულოდ დარჩენილმა თურქეთმა მე-2 ადგილი რუმინეთს დაუთმო. შესაბამისად, ფლეი ოფში თამაშის უფლება ვიქტორ პიტურჩას გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ესტონეთს საკუთარ კედლებში სძლია.

ქულების დაკარგვის მიუხედავად, მე-2 ადგილი შეინარჩუნა და ფლეი ოფში გავიდა ისლანდია, რომელმაც ნორვეგიაში ფრედ ითამაშა. ისლანდიელთა კონკურენტმა, სლოვენიამ, პირველ ადგილზე უკვე გასულ და უმოტივაციო შვეიცარიასთან წააგო.

იტალიაში 2-ჯერ იგებდა სომხეთი და მართალია, “სკუადრა აძურამ” ორივეჯერ გათანაბრება მოახერხა, მაგრამ ფრეც სენსაციურ შედეგად უნდა მივიჩნიოთ. ამ ჯგუფში მე-2 ადგილზე დანია გავიდა, მაგრამ 6:0 მოგების მიუხედავად, მორტენ ოლსენის შეგირდები ფლეი ოფს მიღმა დარჩნენ. თუმცა, ეს მოსალოდნელიც იყო.

მაყურებელს მე-2 მატჩშიც 8-გოლიანი სანახაობა შესთავაზეს შვედეთმა და გერმანიამ. შვედეთში გამართულ შეხვედრაში, მასპინძლები 2:0 იგებდნენ, მაგრამ ანგარიშით 5:3 გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. მატჩის გმირად ანდრე შიურლე იქცა, რომელმაც ჰეთ თრიქი გაიფორმა.

ამრიგად, ევროპის ზონიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ: ბელგია, იტალია, გერმანია, ჰოლანდია, შვეიცარია, რუსეთი, ბოსნია, ინგლისი და ესპანეთი. ფლეი ოფში გავიდნენ საბერძნეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, უკრაინა, შვედეთი, ისლანდია, რუმინეთი და ხორვატია.

ფლეი ოფის წილისყრა 21 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო მატჩები 15 და 19 ნოემბერს შედგება. წილისყრის დროს, მნიშვნელობა FIFA-ს რეიტინგს მიექცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, ხორვატია, პორტუგალია, საბერძნეთი და შვედეთი განთესილები იქნებიან. თუმცა, დღეს, FIFA-ს ახალი რეიტინგი გამოქვეყნდება.

 

A ჯგუფი

სერბეთი-მაკედონია 5:1 (3:0)

გოლები: 1:0 რისტოვსკი (16, ს.კ.), 2:0 ბასტა (19), 3:0 კოლაროვი (38), 4:0 ტადიჩი (54), 5:0 სცეპოვიჩი (73), 5:1 იაჰოვიკი (83)

 

ბელგია-უელსი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 დე ბრეინე (64), 1:1 რემზი (88)

 

შოტლანდია-ხორვატია 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 სნოდგრასი (28), 2:0 ნეისმითი (73)

73-ე წუთზე, ბანანმა (შოტლანდია) ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი

 

1. ბელგია 10 8 2 0 18:4 26
2. ხორვატია 10 5 2 3 12:9 17
3. სერბეთი 10 4 2 4 18:11 14
4. შოტლანდია 10 3 2 5 8:12 11
5. უელსი 10 3 1 6 9:20 10
6. მაკედონია 10 2 1 7 7:16 7

 

 

 

B ჯგუფი

ბულგარეთი-ჩეხეთი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 დოკალი (52)

გაძევება: ზანევი 75 (ბულგარეთი)

 

დანია-მალტა 6:0 (4:0)

გოლები: 1:0 რასმუსენი (9), 2:0 აგერი (11, პენ), 3:0 ბიელანდი (28), 4:0 აგერი (39, პენ), 5:0 რასმუსენი (74), 6:0 ნილსენ ბილე (84)

 

იტალია-სომხეთი 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 მოვსისიანი (6), 1:1 ფლორენცი (24), 1:2 მხითარიანი (70), 2:2 ბალოტელი (76)

 

1. იტალია 10 6 4 0 19:9 22
2. დანია 10 4 4 2 17:12 16
3. ჩეხეთი 10 4 3 3 13:9 15
4. ბულგარეთი 10 3 4 3 14:9 13
5. სომხეთი 10 4 1 5 12:13 13
6. მალტა 10 1 0 9 5:28 3

 

 

 

C ჯგუფი

ირლანდია-ყაზახეთი 3:1 (2:1)

გოლები: 0:1 შომკო (13), 1:1 კინი (17, პენ), 2:1 ო’ში (26), 3:1 შომკო (78, ს.კ.)

 

შვედეთი-გერმანია 3:5 (2:1)

გოლები: 1:0 ჰისენი (6), 2:0 კაჩანიკლიცი (42), 2:1 იოზილი (45), 2:2 გიოტცე (53), 2:3 შიურლე (57), 2:4 შიურლე (66), 3:4 ჰისენი (69), 3:5 შიურლე (76)

 

ფარერები-ავსტრია 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ივანშიცი (17), 0:2 პრიოდლი (64), 0:3 ალაბა (67, პენ)

 

1. გერმანია 10 9 1 0 36:10 28
2. შვედეთი 10 6 2 2 19:14 20
3. ავსტრია 10 5 2 3 20:10 17
4. ირლანდია 10 4 2 4 16:17 14
5. ყაზახეთი 10 1 2 7 6:21 5
6. ფარერები 10 0 1 9 4:29 1

 

 

 

D ჯგუფი

უნგრეთი-ანდორა 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ნიკოლიჩი (51), 2:0 ნიკოლიჩი (76)

გაძევება: სანი 88 (ანდორა)

 

რუმინეთი-ესტონეთი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 მარიკა (31, პენ), 2:0 მარიკა (81)

 

თურქეთი-ჰოლანდია 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 რობენი (8), 0:2 სნეიდერი (47)

 

1. ჰოლანდია 10 9 1 0 34:5 28
2. რუმინეთი 10 6 1 3 19:12 19
3. უნგრეთი 10 5 2 3 21:20 17
4. თურქეთი 10 5 1 4 16:9 16
5. ესტონეთი 10 2 1 7 6:20 7
6. ანდორა 10 0 0 10 0:30 0

 

 

 

E ჯგუფი

კვიპროსი-ალბანეთი 0:0

 

ნორვეგია-ისლანდია 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 სიგთორსონი (12), 1:1 ბრაატენი (30)

 

შვეიცარია-სლოვენია 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჯაკა (74)

 

1. შვეიცარია 10 7 3 0 17:6 24
2. ისლანდია 10 5 2 3 17:15 17
3. სლოვენია 10 5 0 5 14:11 15
4. ნორვეგია 10 3 3 4 10:13 12
5. ალბანეთი 10 3 2 5 9:11 11
6. კვიპროსი 10 1 2 7 4:15 5

 

 

 

F ჯგუფი

აზერბაიჯანი-რუსეთი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 შიროკოვი (16), 1:1 ჯავადოვი (90)

გაძევება: მედვედევი 73 (აზერბაიჯანი)

 

ისრაელი-ჩრდ. ირლანდია 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბენ ბაზატი (43), 1:1 დევისი (72)

 

პორტუგალია-ლუქსემბურგი 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ვარელა (30), 2:0 ნანი (37), 3:0 პოშტიგა (79)

 

1. რუსეთი 10 7 1 2 20:5 22
2. პორტუგალია 10 6 3 1 20:9 21
3. ისრაელი 10 3 5 2 19:14 14
4. აზერბაიჯანი 10 1 6 3 7:11 9
5. ჩრდ.ირლანდია 10 1 4 5 9:17 7
6. ლუქსემბურგი 10 1 3 6 7:26 6

 

 

 

G ჯგუფი

საბერძნეთი-ლიხტენშტაინი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 სალპინგიდისი (7), 2:0 კარაგუნისი (81)

 

ლიტვა-ბოსნია 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 იბისევიჩი (68)

 

ლატვია-სლოვაკეთი 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 იაკუბკო (9), 0:2 სალატა (16), 1:2 საბალა (47), 2:2 როდე (90+2)

 

1. ბოსნია-ჰერცეგოვინა 10 8 1 1 30:6 25
2. საბერძნეთი 10 8 1 1 12:4 25
3. სლოვაკეთი 10 3 4 3 11:10 13
4. ლიტვა 10 3 2 5 9:11 11
5. ლატვია 10 2 2 6 10:20 8
6. ლიხტენშტეინი 10 0 2 8 4:25 2

 

 

 

H ჯგუფი

სან მარინო-უკრაინა 0:8 (0:3)

გოლები: 0:1 სელეზნიოვი (13), 0:2 დევიჩი (15), 0:3 სელეზნიოვი (20), 0:4 დევიჩი (51), 0:5 იარმოლენკო (55), 0:6 დევიჩი (58, პენ), 0:7 ბეზუსი (65), 0:8 ტიმოშჩუკი (90)

გაძევებები: პალაცი 57 (სან მარინო), დელა 90 (სან მარინო)

 

მონტენეგრო-მოლდოვა 2:5 (0:1)

გოლები: 0:1 ანტონიუჩი (28), 1:1 იოვეტიჩი (55, პენ), 1:2 არმაში (62), 1:3 სიდორენკო (64), 1:4 იონიტა (74), 1:5 ანტონიუჩი (89), 2:5 იოვეტიჩი (90+1)

 

ინგლისი-პოლონეთი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 რუნი (41), 2:0 ჯერარდი (89)

 

1. ინგლისი 10 6 4 0 31:4 22
2. უკრაინა 10 6 3 1 28:4 21
3. მონტენეგრო 10 4 3 3 18:17 15
4. პოლონეთი 10 3 4 3 18:12 13
5. მოლდოვა 10 3 2 5 12:17 11
6. სან მარინო 10 0 0 10 1:54 0

 

 

 

I ჯგუფი

ესპანეთი-საქართველო 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ნეგრედო (26), 2:0 მატა (61)

 

საფრანგეთი-ფინეთი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 რიბერი (8), 2:0 ტოივიო (76, ს.კ.), 3:0 ბენზემა (87)

 

1. ესპანეთი 8 6 2 0 14:3 20
2. საფრანგეთი 8 5 2 1 15:6 17
3. ფინეთი 8 2 3 3 5:9 9
4. საქართველო 8 1 2 5 3:10 5
5. ბელარუსი 8 1 1 6 7:16 4

 

 

 

მე-2 ადგილზე გასული გუნდების ცხრილი

1. საბერძნეთი 8 6 1 1 9:4 19
     
2. საფრანგეთი 8 5 2 1 15:6 17
     
3. პორტუგალია 8 4 3 1 15:8 15
     
4. უკრაინა 8 4 3 1 11:4 15
     
5. შვედეთი 8 4 2 2 15:13 14
     
6. ისლანდია 8 4 2 2 15:14 14
     
7. რუმინეთი 8 4 1 3 11:12 13
     
8. ხორვატია 8 3 2 3 9:8 11
     
9. დანია 8 2 4 2 9:11 10
  
0.220499