მსოფლიო პირველობაზე უძლიერესად მიჩნეული A ჯგუფის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბრაზილიამ იოლი გამარჯვება იზეიმა. სამხრეთამერიკელებმა ირანი 79:50 გაანადგურეს და თანაც, მათ მწვრთნელ რუბენ მანიანოს გუნდის ლიდერები დიდად არ დაუტვირთავს.
ბრაზილიელთაგან 10-ქულიან ზღვარს სამმა კალათბურთელმა უწია – გარსია (12), ბარბოსა (11) და სპლიტერი (10). ისიც სათქმელია, რომ გამარჯვებულებმა ერთბაშად 17 ჩაჭრა მიითვალეს და მეტოქე სხვა კომპონენტებშიც აშკარად დაჯაბნეს.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. A ჯგუფი.
ბრაზილია – ირანი 79:50 (17:18, 23:6, 21:12, 18:14)