მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მასპინძელმა ბრაზილიის ნაკრებმა ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა.
ღონისძიება კვირა საღამოს რიო დე ჟანეიროში გაიმართა და მასში ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ნეიმარი და ლუის გუსტავო მონაწილეობდნენ.
“ახალი ფორმა გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიით, ინოვაციური დიზაინითა და ეკოლოგიური კეთილგანწყობით” – ნათქვამია კომპანია Nike-ს განცხადებაში.