ფეხბურთი

22:47 | 17.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილია და ბოლივია საქველმოქმედო მატჩს გამართავენ

მიმდინარე წლის 5 აპრილს, ბრაზილიისა და ბოლივიის ეროვნული ნაკრებები საქველმოქმედო მატჩს გამართავენ, რომლიდან შემოსული თანხა ცოტა ხნის წინათ დაღუპული ბოლივიელი გულშემატკივრის, კევინ ბელტრანის ოჯახს გადაეცემა.

ამა წლის 21 თებერვალს, ბოლივიური “სან ხოსე” და ბრაზილიური “კორინთიანსი” ერთმანეთს ლიბერტადორესის თასზე დაუპირისპირდნენ. შეხვედრის მე-5 წუთზე, სტუმრებმა ანგარიში გახსნეს და გოლის აღნიშვნის დროს, ბრაზილიელმა გულშემატკივრებმა მაშხალა ისროლეს, რის შედეგადაც, 14 წლის ბოლივიელი კევინ ბელტრანი დაიღუპა.

CONMEBOL-ის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 5 აპრილს, ქალაქ სანტა კრუსში, ერთმანეთს ადგილობრივი ბოლივია და ბრაზილია დაუპირისპირდებიან. გუნდები შიდა ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებით იქნებიან დაკომპლექტებულნი. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული მთელი თანხა კევინ ბელტრანის ოჯახს გადაერიცხება. 

0.116474