ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “შსს აკადემიას” ახალწვეული, უკანახაზელი პერიშ ბრაუნი (აშშ) გუნდს უკვე შეუერთდა, საექიმო შემოწმება გაიარა და ვარჯიშის ჩატარებაც მოასწრო.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.
“ბრაუნმა ვარჯიშზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მის გამოყენებას პირველ და ორ ნომერზე ვაპირებთ,” – გვითხრა ჟღენტმა.
შეგახსენებთ, რომ “შსს აკადემიამ” ბრაუნს კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე გაუგრძელა. “ძალოვნები” უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ლეგიონერის, ცენტრალური თავდამსხმელის დამატებას აპირებენ.