ფეხბურთი

16:27 | 19.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბოხუმმა” გელაშვილის “ყარაბაღში” გადასვლა დაადასტურა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბმა “ბოხუმმა” დაადასტურა, რომ ნიკა გელაშვილი კარიერას აზერბაიჯანულ აგდამის “ყარაბაღში” გააგრძელებს.

“ბოხუმის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გელაშვილსა და კლუბს შორის კონტრაქტი, რომელიც ძალაში კიდევ 2 წელი უნდა ყოფილიყო, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. შედეგად, 27 წლის თავდამსხმელმა “ყარაბაღს”, რომელიც შეკრებას თურქეთში გადის, თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა.

გელაშვილი “ბოხუმში” 2012 წელს “ზესტაფონიდან” გადავიდა და მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა. განვლილ სეზონში, “ყარაბაღმა” აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგაში ითამაშებს.


თეგებიგელაშვილი
0.122169