ბრაზილიაში “ბოტაფოგოს” ყოფილი ფეხბურთელი ჟოაუ სანტოსი სასტიკად მოკლეს.
ბრაზილიური გამოცემა Globo Esporte-ს ინფორმაციით, 35 წლის სანტოსს თავი მოაჭრეს, ჩანთაში ჩადეს და რიო დე ჟანეიროში მისი სახლის შესასველთან დააგდეს.
პოლიციას მკვლელობის შესახებ ყოფილი ფეხბურთელის მეუღლემ შეატყობინა. სანტოსის მკვლელობის ძირითადი ვერსია მის პროფესიონალურ საქმიანობას უკავშირდება. ბოლო პერიოდში, ის ფარმაცევტული ბიზნესით იყო დაკავებული.