კალათბურთი

15:58 | 13.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბოსტონში შესრულებული რაჯონის “რონდო”

როდესაც “ლეიკერსმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის პირველ ეტაპზე 3:0 წაიყვანა “დენვერ ნაგითსმა”, ძნელი წარმოადგენი იყო, სერიაში საბოლოო გამარჯვებულის ვინაობის დასადგენად 7 მატჩის ჩატარება თუ გახდებოდა საჭირო... თუმცა, მოვლენები სწორედაც რომ ამდაგვარი სცენარით წარიმართა. ჯორჯ კარლის დამოძღვრილმა კოლორადოელებმა მიჯრით 2 საშინაო და ერთიც საგარეო შეხვედრა მოუგეს მაიკ ბრაუნის გაწვრთნილ კალიფორნიელებს, რითაც ამ უკანასკნელის სადამრიგებლო კვალიფიკაცია ეჭვქვეშ დააყენეს. გავიხსენოთ “ლეიკერსის” უწინდელი მთავარი მწვრთნელის ფილ ჯექსონის შედეგი – მისი ხელმძღვანელობით ბოლო 12 წლის განმავლობაში გუნდი შვიდჯერ გავიდა ნბა-ს პლეი ოფის ფინალში.
სერიის დასკვნით დაპირისპირებაში კალიფორნიელებმა პირველსავე ტაიმში მოიწადინეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება, მაგრამ საწყისი 2 პერიოდის მსვლელობისას ლეიკერსელთა საქულე დომინირების მაქსიმუმი მხოლოდ 8 პუნქტიღა გახლდათ. მეორე ტაიმის დასწყისში მასპინძლების უპირატოსება უფრო სოლიდური გახდა, მაგრამ მესამე მეოთხედის ერთ პერიოდში დენვერელები 13:4 “გაიქცნენ”, და დასკვნითი 12 წუთიანი მონაკვეთის წინ ტაბლოზე პრაქტიკულად თანაფარდობა იყო – 69:68. ბოლო პერიოდში “ნაგითსმა” დაცვაში ყურადღება მოადუნა (დაღლილობამ თავისი გაიტანა), რითაც კარგად ისარგებლეს პაუ გასოლმა და სტივ ბლეიკმა. ესპანელი ხშირად დგებოდა საჯარიმო ხაზზე და შეუცდომლად ისროდა, ბლეიკის სამქულიანმა კი “ლეიკერსი” 9 პუნქტით დააწინაურა.
მასაჩუსეტსის შტატის დედაქალაქ ბოსტონში კი მეორე სტადიის სერიის პირველი მატჩი ჩატარდა. “ფილადელფია სიქსერზმა” პირველი პერიოდი 10 ქულით მოიგო, დანარჩენმა მეოთხედებმა კი “სელტიკსის” დომინირებით ჩაიარა და მასპინძლებმა მძიმე ბრძოლაში სერიის პირველი მოგება ჩაიწერეს აქტივში. 29 ქულა გააკეთა კევინ გარნეტმა, რაც მისთვის მიმდინარე სეზონის ყველაზე მაღალი შედეგიანობაა, პარკეტზე საუკეთესო კი მაინც რაჯონ რონდო იყო. მისი სტატისტიკა მართლაც ფენომენელურია – რაჯონმა 13 ქულას 17 შედეგიანი პასი (!) და 12 მოხსნა მიამატა, რითაც თავის საენბეო კარიერაში მერვე სამმაგი დუბლი შეასრულა.   

პლეი ოფი

პირველი რაუნდი


ლეიკერსი – დენვერი  96:87 (25:24, 23:18, 21:26, 27:19)
ლეიკერსი: სასტარტო: პაუ გასოლი (23ქ, 17მ, 6პ, 4დ), ბრაიანტი (17ქ, 8პ), ბაინემი (16ქ, 18მ, 6დ), უორლდ პისი (15ქ), სეშნსი (4ქ). შემცვლელები: ბლეიკი (19ქ), ჰილი (2ქ), ებენკსი, ბარნსი.
დენვერი: სასტარტო: ლოუსონი (24ქ, 6პ), აფლალო (15ქ), ფარიდი (6ქ, 10მ), გალინარი (3ქ), მოზგოვი (2ქ). შემცვლელები: ჰარინგტონი (24ქ), მაკგი (6ქ, 14მ, 5დ), ბრუერი (4ქ), მილერი (3ქ, 11მ, 8პ).
სერიის ანგარიში 4:3

მეორე რაუნდი

ბოსტონი – ფილადელფია 92:91 (18:28, 24:19, 25:24, 25:20)
ბოსტონი: სასტარტო: გარნეტი (29ქ, 11მ), პირსი (14ქ, 6პ), რონდო (13ქ, 12მ, 17პ), ბასი (10ქ), ბრედლი (8ქ). შემცვლელები: ალენი (12ქ), დულინგი (4ქ), ჰოლინზი (2ქ), პეტრიუსი, სტიემსმა.
ფილადელფია: სასტარტო: იგუდალა (19ქ, 6პ), ტერნერი (16ქ, 10მ), ჰოვზი (15ქ, 8მ), ჰოლიდეი (8ქ), ბრენდი (4ქ). შემცვლელები: ალენი (12ქ), უილიამსი (9ქ), იანგი (5ქ), მიკსი (3ქ).
სერიის ანგარიში 1:0

 

გოჩა კაჭარავა


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088147