თამაშგარე

11:31 | 20.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბოსტონს” კოვზი ნაცარში ჩაუვარდა

“სელტიქსი” უკვე ერთი კვირაა, ტერენს უილიამსის კონტრაქტის მოგვარებას და უფრო სიღრმისეული აღმოჩენის გაკეთებას ცდილობს.
ერთ-ერთი მოწინააღმდეგე გუნდის უფროსობა ანონიმურად აცხადებს პრესასთან, რომ “სელტიქსი” ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდია, თუმცა, სავაჭროდ დიდი არაფერი გააჩნიათ. მათი მოთამაშეების ტრანსფერის ამბავი ცოტა რთულადაა. მათი შეძენის მიზეზი, ალბათ, უფრო მათი ცნობადობა და სახელებია, ვიდრე თამაშის ხარისხი და შედეგიანობა.
ასევე ჭორის დონეზეა ცნობილი, რომ შემოთავაზება კევინ გარნეტმაც მიიღო, ოღონდ, რომელი კლუბისგან, რა პირობებით და გადავა თუ არა გარნეტი, ჯერ არ ხმაურდება.
 

თეგებიბოსტონი
0.112621