"ბოსტონ სელტიქსის" ხელმძღვანელობა აქტიურად ემზადება ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისთვის. ESPN-ის ჟურნალისტ ჯეკ მაკმილანის ინფორმაციით, "კელტების" მთავარი სამიზნე მძიმე ფორვარდის - პოლ მილსეპის ხელში ჩაგდება იქნება.
2012-13 წლების სეზონში მილსეპი "იუტას" ღირსებას იცავდა, მან რეგულარულ გათამაშებაში 78 მატჩი ჩაატარა და მისი საშუალო მონაგარი 14,6 ქულა, 7,1 მოხსნა, 2,6 გადაცემა, 1,3 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ. პოლს უკვე დაუმთავრდა "ჯაზმენებთან" მოქმედი კონტრაქტი და ახლა ის შეუზღუდავი უფლებების მქონე აგენტი გახლავთ.
"ბოსტონმა" ასევე გამოკვეთა თავისი არჩევანი დრაფტზე – სავარაუდოდ, მე-17 ნომრად ახალგაზრდა გერმანელ გამთამაშებელ დენის შრედერს აირჩევენ, რომელიც ბუდესლიგის "ფანტომის" ღისრებას იცავს და მისი საშუალო მონაგარი 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დურანტს ვერ აიყვანენ რადგან თავისუფალი აგენტი არაა, უნდა გაცვალონ და ეხლა ამ ეტაპზე მთელი ბოსტონი არ ღირს ერთ დურანტად შესაბამისად ოკს არ გაცვლის, პლიუს დურანტის გადასვლა ნიშნავს რომ ერთი გუნდი ამ შემთხვევაში ოკს ხდება ლიგის აუტსაიდერი გუნდი ავტომატურად და მაგ დონის დებ//ილი შეფობა არ მგონია ოკლას ყავდეს
) პლიუს ჯერ ტანდერში უნდა მოიგოს თუ რამის თავი აქვს დურანტს და პატომ პასმოტრემ, სუპერვარსკვლავი უნდა იწყებდეს და ამთავრებდეს ერთ გუნდში და უნდა ამტკიცებდეს იმ გუნდში თავის კლასს, ეს ყველაზე მეტად ფასდება სუპერვარსკლავის შეფასების კრიტერიუმების დროს
)
დიურანტი აიყვანეთ თორემ მილსეპით ვერ დაიბრუნებთ დიდებას!