"ბოსტონის" ხელმძღვანელობა, უახლოესი საათების განმავლობაში გეგმავს ფორვარდ დი ჯეი უაიტს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაუფორმოს, - იტყობინება CSNNE.COM
უაიტი "სელტიქსს" 28 თებერვალს შეუერთდა, გააფორმა რა კლუბთან 10 დღიანი კონტრაქტი. 11 მარტს, კალათბურთელმა ხელმეორედ გააფორმა ანალოგიური ხანგრძლივობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც, მან მოახერხა დოკ რივერსის დარწმუნება საკუთარ შესაძლებლობებში.
შეგახსენებთ, რომ უაიტმა "ბოსტონის" შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი კი 2,8 ქულა და 1,5 მოხსნა გახლდათ.