"ბოსტონ სელტიქსის" ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს, რომ მიუხედავად იმისა თუ სად დაასრულებს თავის სახელოვან კარიერას მათი ამჟამინდელი კაპიტანი პოლ პირსი, მისი დიდი კალათბურთიდან წასვლის შემდეგ, 34-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებენ და TD GAARDEN-ის ჭერზე “ბოსტონის” სხვა ლეგენდების მაისურებთან ერთად დაკიდებენ - ინფორმაციას ავრცელებს Boston Globo.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, მომავალში ასევე იგეგმება კევინ გარნეტის მაისურის ნომრის (5) ხმარებიდან ამოღებაც.
ბოსტონის ხმარებიდან ამოღებული ნომრები: №00 – რობერტ პერიში, №1 – უოლტერ ბრაუნი, №2 – რედ აუერბახი (მთავარი მწვრთნელი, გენერალური მენეჯერი და კლუბის პრეზიდენტი) №3 – დენის ჯონსონი, №6 – ბილ რასელი, №10 – ჯო ჯო ვაითი, №14 – ბობ კოუზი, №15 – ტომ ჰეინსონი, №16 – სეტჩ სანდერსი, №17 – ჯონ ჰავლიჩეკი, №18 – დეივ კოუენსი, №19 – დონ ნელსონი, №21 – ბილ შერმანი, №22 – ედ მაკოლი, №23 –ფრენკ რეიმსი, №24 – სემ ჯონსი, №25 – კეი სი ჯონსი, №31 – სედრიკ მაქსველი, №32 – კევინ მაკჰეილი, №33 – ლარი ბერდი, №35 – რეჯი ლუისი, მიკროფონი – ჯონ მოსტი (კომენტატორი).