არნემის "ვიტესის" მწვრთნელმა პეტერ ბოსმა განმარტა, თუ რატომ არ ათამაშა გიორგი ჭანტურია ლიეჟის "სტანდარდთან". წინა ორ შეხვედრაში ჰოლანდიის მოყვარულთა კლუბებთან, გიორგიმ ითამაშა და გოლებიც გაიტანა, "სტანდარდთან" კი განაცხადშიც არ იყო.
"ჭანტურია საწყის 8 ტურს გამოტოვებს, რადგან რუსეთიდან გადმოჰყვა დისკვალიფიკაცია. აი, ესაა მიზეზი, რომ სხვა ფეხბურთელებს ვეყრდნობი. ჭანტურიას დროც მოვა. ის ვარჯიშებზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს", - თქვა ბოსმა.
ცნობისთვის, ჭანტურიას არა 8, არამედ 7 მატჩი გაუცდება. 8-მატჩიანი მისცეს, მაგრამ ერთი უკვე გამოტოვა - რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში.