ფეხბურთი

13:37 | 17.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბორხა ვალერო: “ფიორენტინას” გარდა არაფერზე ვფიქრობ”

“ფიორენტინას” ნახევარმცველმა ბორხა ვალერომ ერთ-ერთ იტალიურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფლორენციიდან წასვლაზე არ ფიქრობს. ფეხბურთელმა ასევე თქვა, რომ მხოლოდ ორი კლუბია, სადაც სიამოვნებით ითამაშებდა, მაგრამ მათი დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

“მე აქ თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ და არ მესმის, კარიერის სხვაგან გაგრძელება რატომ უნდა მინდოდეს. ამასთან, მოქმედი კონტრაქტის მიხედვით “ფიორენტინაში” კიდევ სამი წელი უნდა გავატარო. შემდეგ კი ვნახოთ. სულ ორი გუნდია ევროპაში, რომლების მაისურსაც სიამოვნებით მოვირგებდი. მხოლოდ იმას გაგიმხელთ, რომ ერთი მათგანი ესპანურია” – უთხრა ვალერომ ჟურნალისტს.

მიმდინარე სეზონში ბორხა ვალერომ იტალიის ჩემპიონატსა და ევროპის ლიგაში სულ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 1 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 


 

0.113663