ფეხბურთი

17:34 | 25.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბორხა ვალერო 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

ფლორენციის “ფიორენტინას” ესპანელი ნახევარმცველი ბორხა ვალერო სერია A-ს მომდევნო 4 თამაშს გამოტოვებს. ამის მიზეზი “პარმასთან” გმართულ მატჩში მომხდარი ინციდენტია.

“პარმასა” და “ფიორენტინას” შორის გამართული დაპირისპირების მიწურულს, ბორხა ვალერომ და “ჯვაროსნების” ნახევარმცველმა, ჯანი მუნარიმ ერთმანეთში იჩხუბეს. არბიტრმა ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა. მუნარი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ხოლო ვალეროს, მსაჯისთვის ხელის კვრის გამო, 4 თამაშის გამოტოვება მოუწევს.

“ფიორენტინასთვის”, მომდევნო 4 თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ფლორენციელები “ლაციოს”, “იუვენტუსს”, “კიევოსა” და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ “ნაპოლის” დაუპირისპირდებიან.

0.121043