დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელობის განცხადებით, კლუბის პოლონელ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის მიუნხენის “ბაიერნში” გაყიდვის მინიმალური შანსიც კი არ არსებობს. გერმანულმა სპორტულმა გამოცემებმა ბავარიული კლუბის ლევანდოვსკით დაინტერესების შესახებ წლეულს არაერთხელ დაწერეს. თავად ფეხბურთელი კი, რომელსაც “ბორუსიასთან” კონტრაქტის ვადა 2014 წელს ეწურება, ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს.
დორტმუნდელებს ეგებ ასეთი კატეგორიული განცხადება არც გაეკეთებინათ, “ბაიერნში” მარიო გიოტცეს ტრანსფერს რომ არ დათანხმებოდნენ. გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ბავარიულ კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე შეუერთდება.