დორტმუნდის “ბორუსია”, “ტორინოსა” და “იუვენტუსის” საზიარო თავდამსხმელ ჩირო იმობილეს ხელში ჩასაგდებად ბრძოლას აგრძელებს. შეგახსენებთ, იტალიური კლუბები 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვენ. გერმანელები კი მხოლოდ 16 მილიონის გადასახდელად იყვნენ მზად და მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.
sport1.de-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამჯერად “ბორუსიამ” შეთავაზებს 3 მილიონი წაამატა და “ტორინოსა” და “იუვენტუსის” პასუხს იმედით ელის. საინტერესოა, რომ თავად ფეხბურთელს დორტმუნდში გადასვლა სურს.
2013-2014 წლების სეზონში ჩირო იმობილემ სერია A-ში 33 თამაში ჩაატარა. 22 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.