ბუნდესლიგის წუხანდელ შეხვედრას “დორტმუნდსა” და “ბაიერნს” შორის მსოფლიოს 207 ქვეყნის ტელემაყურებელმა უცქირა. ტელეკომპანია SKY-ს ცნობით, რომელსაც ბუნდესლიგის მატჩების ჩვენების ექსკლუზიური უფლება ეკუთვნის, მანამადე ამდენი ქვეყნის ტელევიზიას გერმანიის ჩემპიონატის თამაშის ტრანსლაცია არასოდეს უყიდია.
შეგახსენებთ, რომ “ბაიერნმა” მასპინძელ “დორტმუნდს” მეორე ტაიმში გატანილი გიოტცეს, რობენისა და მიულერის გოლებით 3:0 მოუგო. ახლა მიუნხენელებს 13 თამაშის შემდეგ 35 ქულა აქვთ და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ. დორტმუნდელებმა კი ამდენივე თამაშიდან 28 ქულა მოაგროვეს და მე-3 ადგილზრე დგანან.