ფეხბურთი

21:36 | 29.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბორნემში მიმდინარე მატჩს სიჭინავა, არველაძე, ჟორდანია და გურული ესწრებიან

ბორნემში საქართველოსა და ბელგიის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩს ესწრებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი რეზო არველაძე, ჰოლანდიიდან სპეციალურად ჩამოსული, საფეხბურთო კლუბ "ვიტესის" მფლობელი და პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია და საფრანგეთში მცხოვრები ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გია გურული. ისინი ერთმანეთს ბორნემის სტადიონზე შეხვდნენ, ხოლო მასპინძლებმა ბორნემის სტადიონის ვიპ-ლოჟაში მიიწვიეს.

თამაშს ესწრება დაახლოებით 600 მაყურებელი, მათი უმრავლესობა ბელგიელები არიან, თუმცა სტადიონზე ქართველი ქომაგების ხმა უფრო ისმის, ვიდრე მასპინძლების.

ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრები 1:0-ს იგებს. გოლი 56-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ გაიტანა.

 

თენგიზ პაჭკორია ბორნემიდან, სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის

ხათუნა გაბიტაშვილი ფოტო

0.062974