კალათბურთი

21:33 | 11.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბორის დიაუ ტრავმის გამო 2-3 კვირას გამოტოვებს

 

"სან ანტონიოს" ფრანგმა მძიმე ფორვარდმა ბორის დიაუმ, ტრავმა მიიღო და საკუთარ კლუბს 2-3 კვირა დააკლდება, - იტყობინება San Antonio Express-News.

ბორისმა დაზიანება შაბათს, "ატლანტასთან" დაპირისპირებისას მიიღო და დიდი ალბათობით, პლეი ოფის პირველ რაუნდს სრულად გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ დიაუმ მიმდინარე სეზონში 75 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ პარკეტზე 22,8 წუთს ატარებს და მისი მონაგარი 5,8 ქულა, 3,4 მოხსნა და 2,4 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

0.122445