საფრანგეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და NBA-ს 2013-14 წლების სეზონის ჩემპიონ “სან ანტონიო სპურსის” წევრი ბორის დიაო მზად არის თავისი ქვეყნის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე იასპარეზოს, რომელსაც 30 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე ესპანეთი უმასპინძლებს.
ამის შესახებ დიაომ ფრანგულ გაზეთ “ეკიპს” განუცხადა.
დიაოს გადაწყვეტილების მიუხედავად, საფრანგეთის ნაკრებს ესპანეთში სერიოზული წარმატების მიღწევა გაუჭირდება, რადგან NBA-ს ორი ვარსკვლავი - ტონი პარკერი (“სან ანტონიო სპურსი”) და ჟოაკიმ ნოა (“ჩიკაგო ბულზი”) არ ეყოლება. აღნიშნულმა კალათბურთელებმა ნაკრებში თამაშზე უარი დაღლილობისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო თქვეს.







