ფეხბურთი

11:27 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ბორდომ“ ზიდანთან მოლაპარაკება დაადასტურა

„ბორდოს“ ერთ-ერთმა მფლობელმა ნიკოლა დე ტავერნომ დაადასტურა ახლახან გავრცელებული ინფორმაცია, კლუბის მთავარ მწვრთნელად ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის ზინედინ ზიდანის შესაძლო დანიშვნის შესახებ.

„მოვიტყუები, თუ გეტყვით, რომ ზიდანის კანდიდატურას არ განვიხილავთ, მაგრამ ასევე სიცრუე იქნება იმის მტკიცებაც, რომ მასთან უკვე მოვილაპარაკეთ. „ბორდოში“ მთავარი მწვრთნელის საკითხი აქტუალური თემაა და მასზე სერიოზულად ვმუშაობთ. შედეგს კი დრო გვიჩვენებს“ - განაცხადა ნიკოლა დე ტავერნომ.

შეგახსენებთ, ფრანგულმა გამოცემებმა ერთი კვირის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ბორდო“ ზიდანს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. ამ უკანასკნელმა კი საბოლოო პასუხის მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

ზინედინ ზიდანი ამჟამად მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.   

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117423