ფეხბურთი

0:00 | 26.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ბორდო“ ევროსაგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს

საფრანგეთის ლიგა ერთის 24-ე ტურის გადატანილი მატჩი „შაბან დელმას“ სტადიონზე გაიმართა და ის მასპინძელი „ბორდოს“ გამარჯვებით დასრულდა. „ლორიანთან“ მოგების შემდეგ, ფრანსის ჟილოს გუნდი ევროტურნირების საგზურებისთვის ბრძოლას განაგრძობს. „ბორდოს“ ევროპის ლიგასთან 5, ხოლო ჩემპიონთა ლიგასთან 6 ქულა აშორებს.

აღსანიშნავია გილერმო ოაროს გოლი. ჩინეთიდან სამშობლოში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნებულმა ფეხბურთელმა „ბორდოს“ მაისურით სადებიუტო ბურთი გაიტანა.

 

ბორდო-ლორიანი 3:2 (2:1)

ბორდო, “შაბან დელმა

ბორდო (4-4-2): კარასო, მარიანო, ენრიკე, სანე, ორბანი, ფობერი, ნ’გემო, სერტიჩი, მორის-ბელე, სევე (ბიოგო 84), დიაბატე (ოარო 62).

მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.

ლორიანი (4-4-2): შეინო, ბაკა, კონე, მანგა, გერეირო, მონე-პაკე, დუკურე (ალიადიერი 57), ლოტოა (აბდულა 74), ბართელმი (სუნუ 70), აბუბაკარი, დიალო.

მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.

გოლები: 1:0 სევე (22), 1:1 დიალო (26), 2:1 დიაბატე (36), 3:1 ოარო (72), 3:2 კონე (84).

მსაჯი: კლემენ ტურპინი.

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 11 (6)-8 (3), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 3-2, სეივი: 1-3, ჯარიმა: 9-12.

0.118132