საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, სამოასთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვებით საკუთარ რეიტინგს 1,9 ქულა შემატა და ერთი კვირის წინ დაკარგული მე-16 ადგილი დაიბრუნა.
“ბორჯღალოსანთა” წინსვლას ხელი ფიჯიმაც შეუწყო, რომელმაც რუმინეთს ბუქარესტში სძლია და თავად ორი საფეხურით დაწინაურდა. სამოამ მე-8 პოზიცია შეინარჩუნა, რადგან გამარჯვება ვერ შეძლო მისმა უახლოესმა მდევარმა შოტლანდიამ - ავსტრალიასთან 15:21.
რეიტინგლიდერად ზედიზედ მეოთხე წელია ახალი ზელანდია რჩება, რომელმაც ირლანდიას თითქმის წაგებული თამაში შემოუტრიალა და გახდა პირველი გუნდი პროფესიული რაგბის ერაში, რომელმაც წელიწადი ასპროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა - 14-დან 14 მოგება. არგენტინასთან მარცხის შემდეგ ორი ადგილით დაქვეითდა იტალია და ის ექვს ერს მე-13 პოზიციაზე შეხვდება.
მოწინავე ათეულში კიდევ რამდენიმე გადაადგილება მოხდა. ავსტრალიამ თავისი თამაში რომ მოიგო, ინგლისს, რომელსაც გასულ შაბათს არ უთამაშია ადგილი გაუცვალა და მე-3 პოზიციაზე დაბრუნდა. უელსმა ტონგა რომ დაამარცხა, ხოლო საფრანგეთი 16 წლის შემდეგ საკუთარ მოედანზე პირველად წააგო სამხრეთ აფრიკასთან, ადგილები ამ გუნდებმაც გაცვალეს, თუმცა მათ შორის სხვაობა ძალზე მცირეა.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 25 ნოემბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 93,81
2 (2). სამხრეთ აფრიკა 89,34
3 (4). ავსტრალია 86,09
4 (3). ინგლისი 85,70
5 (6). უელსი 80,98
6 (5). საფრანგეთი 80,87
7 (7). ირლანდია 79,33
8 (8). სამოა 77,34
9 (9). შოტლანდია 76,56
10 (10). არგენტინა 76,44
11 (13). ფიჯი 74,21
12 (12). ტონგა 73,21
13 (11). იტალია 73,13
14 (14). იაპონია 72,06
15 (15). კანადა 70,75
16 (17). საქართველო 69,07
17 (16). რუმინეთი 67,47
18 (18). აშშ 67,41
19 (19). რუსეთი 61,14
20 (21). ურუგვაი 60,77
21 (20). ესპანეთი 60,62
22 (22). პორტუგალია 59,37
23 (23). ნამიბია 58,79
24 (24). კორეა 58,10
25 (25). ბელგია 57,52
26 (26). გერმანია 56,20
27 (27). ჩილე 55,44
28 (28). მოლდოვა 55,11
29 (29). ჰონკონგი 54,56
30 (30). ზიმბაბვე 53,56
31 (31). ჰოლანდია 52,86
32 (32). პოლონეთი 52,32
33 (33). უკრაინა 52,17
34 ...