რაგბი

21:00 | 17.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯღალოსნების” შეხვედრა სტუდენტებთან

2013 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებისათვის მზადების პროგრამის ფარგლებში და ახალგაზრდებში რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს რაგბის კავშირმა, ეროვნული ნაკრების მოთამაშეებთან ერთად მსხვილი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრების სერია დაიწყო.

17 ოქტომბერს პირველი ასეთი შეხვედრა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებთან შედგა, რომელსაც ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი, ნაკრების წევრები შალვა მამუკაშვილი და ირაკლი ყიასაშვილი, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე, რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი ირაკლი აბუსერიძე და ეროვნული ნაკრების მენეჯერი ვასილ აბაშიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრა მეგობრულ გარემოსა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა ძალზედ დიდი ინტერესი და რაგბის საკმაოდ მაღალ დონეზე ცოდნა გამოავლინეს, რაც მათ მიერ დასმულ კითხვებში გამოიხატა. ნოემბრის ტესტების გარდა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რაგბის ფასეულობებსა და სტუდენტების დიდ როლზე ქართული რაგბის განვითარებაში.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ნოემბრის ტესტებამდე დაგეგმილია ნაკრების მოთამაშეთა სხვა უნივერსიტეტებსა თუ უმაღეს სასწავლებლებში სტუმრობა.

შეხვედრის ბოლოს, “ბორჯღალოსნებმა” სტუდენტებს ნოემბრის ტესტებზე სტადიონებზე მოსვლა და ეროვნული ნაკრების მხარდაჭერა სთხოვეს.

www.rugby.ge

0.144675