ნოემბრის ტესტებისათვის მზადების ფარგლებში, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები და საქართველოს რაგბის კავშირი განაგრძობენ შეხვედრებს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან.
25 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სტუდენტებს შეხვდნენ “ბორჯღალოსნების” კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი, რევაზ ბელქანია, ვაჟა ხუციშვილი, ლაშა ხმალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და ეროვნული ნაკრების მენეჯერი ვასილ აბაშიძე.
მოლოდინისამებრ, ნაკრების მოთამაშეებს ბევრი სტუდენტი დახვდა. თავისუფალ და აგრარულ უნივერისტეტებში სტუმრობის მსაგვად, სეუ-შიც დიდი ინტერესი გამოავლინეს რაგბის მიმართ და მალევე შეხვედრა კითხვა-პასუხში გადაიზარდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრების მისვლას სტადიონზე და იმ მუხტს, რომელსაც ისინი ქმნიან. “ბორჯღალოსნებმა” სტუდენტებს ნოემბრის ტესტებზე სტადიონებზე მისვლა და ეროვნული ნაკრების მხარდაჭერა სთხოვეს.
www.rugby.ge